ბრაზილია-ურუგვაი 2:2 - ლუის სუარესმა ბრაზილიას "უკბინა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 26 მარტს, გამთენიისას, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთამერიკულ ჯგუფში მეხუთე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

რესიფიში, "არენა პერნამბუკუზე" ჩატარებული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

არადა, მასპინძლები ანგარიშში უკვე 1-ელ წუთზე დუგლას კოშტამ დააწინაურა, 26-ე წუთზე კი რენატო აუგუსტომ უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ურუგვაელებმა სხვაობის შემცირება მალევე შეძლეს - 31-ე წუთზე გატანილი გოლით ედისონ კავანი გამოირჩა, საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმის დასაწყისში ლუის სუარესმა (48) დააფიქსირა.

ბრაზილიაში მოპოვებული ქულის წყალობით, ურუგვაის ნაკრებს 10
ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ბრაზილიელები 8 ქულით მესამე პოზიციაზე აღზევდნენ და დამატებითი მაჩვენებლებით უკან იტოვებენ ამდენივე ქულის მქონე პარაგვაისა და არგენტინას.

5 ტურის შემდეგ ჯგუფს 13 ქულით ეკვადორი ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ურუგვაი კარგი ნაკრებია, მაგრამ სუარესი არ უნდა იყოს კაპიტანი, არამგონია დიდი ავტორიტეტით სარგებლობდეს გუნდში და მითუმეტეს მოწინააღმდეგეებში .
levan
14:25 26-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული