შეგახსენებთ, რომ რუსეთში ოთხი საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება, ხოლო მეხუთეს გადათამაშება ელის. საოცარია, მაგრამ ეკვადორის ნაკრებმა მხოლოდ მეხუთე ტურში დაკარგა ქულები და ახლა ტურნირზე ერთი უდანაკარგო გუნდიც აღარ დარჩა.
ტურის მთავარი დაპირისპირება რესიფეში გაიმართა, სადაც 45 ათასამდე მაყურებელმა ჯერ გაიხარა, შემდეგ კი გული დაწყდა. ბრაზილიელებმა პირველივე წუთზე გაუტანეს ურუგვაელებს. ეს ვილიანის
სუარესმა პირობა შეასრულა და გოლი თავის ფიზიოთერაპევტს უძღვნა, რომლის წყალობითაც მან 2014 წლის მუნდიალი არ გამოტოვა. ვალტერ ფერეირა ახლახან გარდაიცვალა მძიმე დაავადების შემდეგ.
სხვათა შორის, შესვენებისას გამეორებაზე გამოჩნდა, რომ "ბარსელონაში" თანაგუნდელები და მეგობრები - სუარესი და ნეიმარი რაღაცაზე სერიოზულად კამათობდნენ. მატჩის შემდეგ სუარესმა იხუმრა, ჩვენ ვკამათობდით იმაზე, თუ ვინ გადაიხდიდა ჰამბურგერების თანხას, თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა. როგორც ჩანს, თანხა უნდა გავიყოთო.
ნეიმარმა ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ეს ამბავი ნამდვილად არ დაწყვეტდა გულს "ბარსელონას" ხელმძღვანელობას.
დუნგა (ბრაზილია): "კარგად დავიწყეთ პირველი ტაიმი, კარგად ვიყენებდით თავისუფალ სივრცეს. მეორე ტაიმში უფრო სტატიკურები ვიყავით, მოძრაობა შევამცირეთ. მოკლედ, მატჩის ერთ ნახევარში ბრაზილია თამაშობდა ფეხბურთს, მეორეში - ურუგვაი. რას იზამ, ძნელია ისეთი ფორვარდების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც სუარესი და კავანი არიან".
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი): "სუარესმა სამი საოცარი მომენტი შექმნა და ერთი გოლიც გაიტანა. ის არასოდეს ნებდება და ნებისმიერ სიტუაციაში ბურთისთვის იბრძვის. ვიძახდი, რომ ჩვენი გაძლიერება მისი დაბრუნება იქნებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი გუნდი არის სუარესი და კიდევ 10 ფეხბურთელი. ის ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის".
* * *
არგენტინასთან მატჩი კლაუდიო ბრავოსთვის მეასე იყო სანაკრებო კარიერაში. "ბარსას" მეკარეს იუბილე 1:2 მარცხით ჩაუმწარდა. მასპინძლები და კოპა ამერიკის გამარჯვებულები კოპას ფინალის რემატჩში ფელიპე გუტიერესის გოლით იგებდნენ, მაგრამ ჯერ ევერ ბანეგას პასით ანხელ დი მარიამ გაათანაბრა, შემდეგ კი სტუმართა მარჯვენა მცველმა გაბრიელ მერკადომ ბრავოს გაუტანა და არგენტინას სამი ქულა მოუპოვა. ლიონელ მესი (არგენტინა): "ჩილეს ნაკრები ნებისმიერ ფასად უნდა დაგვემარცხებინა. არგენტინის ნაკრები 100%-ით იხარჯება. ასე იყო ამჯერადაც, ჩვენ ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს სატურნირო მდგომარეობას".
სამხ. ამერიკა. V ტური
ბოლივია-კოლუმბია 2:3
გოლები: 0:1 ხ. როდრიგესი (9), 0:2 ბაკა (40), 1:2 არსე (49-პენ), 2:2 ჩუმაჩერო (62), 2:3 კარდონა (91)
ეკვადორი-პარაგვაი 2:2
გოლები: 1:0 ე. ვალენსია (20), 1:1 ლესკანო (38), 1:2 ლესკანო (59), 2:2 მენა (92)
ჩილე-არგენტინა 1:2
გოლები: 1:0 ფ. გუტიერესი (10), 1:1 დი მარია (20), 1:2 მერკადო (25)
ჩილე (4-2-3-1): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, მენა - მ. დიასი (21. რაბელიო), ფ. გუტიერესი - ორელიანა, მ. ფერნანდესი (7. ფ. სილვა), ბოსეჟური - ა. სანჩესი
არგენტინა (4-3-3): რომერო - მერკადო, ოტამენდი, მორი, როხო - ბილია, კრანევიტერი, ბანეგა (73. ა. ფერნანდესი) - მესი, აგუერო (66. იგუაინი), დი მარია (80. ლავეცი)
პერუ-ვენესუელა 2:2
გოლები: 0:1 ოტერო (32-პენ), 0:2 ვილანუევა (57), 1:2 გერერო (61), 2:2 რუიდიასი (94)
ბრაზილია-ურუგვაი 2:2
გოლები: 1:0 დ. კოშტა (1), 2:0 აუგუსტო (25), 2:1 კავანი (30), 2:2 ლ. სუარესი (48)
ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი - დ. ალვეში, მირანდა, დ. ლუისი, ფილიპე ლუიში - ლ. გუსტავო - ვილიანი (85. ლიმა), ფერნანდინიო (67. კოუტინიო), აუგუსტო, დ. კოშტა (78. ოლივეირა) - ნეიმარი
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ფუსილე, ვიქტორინო, კოატესი, ა. პერეირა - კ. სანჩესი (81. სტუანი), ვესინო, არევალო, კ. როდრიგესი (46. ა. გონსალესი) - ლ. სუარესი, კავანი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ეკვადორი 5 4 1 0 11-4 13
2. ურუგვაი 5 3 1 1 11-4 10
3. ბრაზილია 5 2 2 1 9-6 8
4. პარაგვაი 5 2 2 1 5-4 8
5. არგენტინა 5 2 2 1 4-4 8
6. ჩილე 5 2 1 2 8-9 7
7. კოლუმბია 5 2 1 2 6-7 7
8. პერუ 5 1 1 3 6-11 4
9. ბოლივია 5 1 0 4 7-11 3
10. ვენესუელა 5 0 1 4 6-13 1
ბომბარდირები: 4 - კაისედო (ეკვადორი); 3 - ფარფანი (პერუ), გოდინი (ურუგვაი), ლესკანო (პარაგვაი), ა. სანჩესი (ჩილე), ე. ვარგასი (ჩილე).
მომდევნო ტური
29 მარტი:
კოლუმბია-ეკვადორი, ურუგვაი-პერუ, არგენტინა-ბოლივია, ვენესუელა-ჩილე, პარაგვაი-ბრაზილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"