ბრაზილიური ფეხბურთის ჩინოსნები ახსნა-განმარტებას ნაკრების თავკაც დუნგასგან ითხოვენ, თუ რატომ იქცევა მოედანზე ნეიმარი ცუდად.
ამის გამო ფორვარდმა შეიძლება კაპიტნის სამკლავური დაკარგოს. საქმე ისაა, რომ ჩინოსნებს ძალიან არ მოეწონათ, თუ რა ვითარებაში მიიღო მან ურუგვაის ნაკრებთან ყვითელი ბარათი, რის გამოც ნეიმარმა პარაგვაისთან მატჩი გამოტოვა და ბარსელონაში ნაადრევად გაემგზავრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"