"ბარსელონა" წინააღმდეგია, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში "კოპა ამერიკაზე" ითამაშოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები გამართა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან (CBF), სადაც განიხილეს თავდამსხმელ ნეიმარის მონაწილეობის შესაძლებლობა რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადასა და ამერიკის თასზე.

ინფორმაციას ამის შესახებ Marca ავრცელებს.

CBF-ში სურთ, რომ ნეიმარმა ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება ორივე ტურნირში დაიცვას, რასაც თავად ფეხბურთელიც იზიარებს. კატალონიური კლუბის ოფიციალური პოზიციით კი, თავდამსხმელმა "კოპა ამერიკა 2016" უნდა გამოტოვოს, რადგან ორ ტურნირში გამოსვლა მას ამ ზაფხულში ზედმეტად დატვირთავს და მომავალი სეზონისთვის სათანადოდ დასვენების საშუალებას არ მისცემს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ნეიმარმა "ბარსელონას" "კოპა ამერიკაზე" გამოსვლის თავისი ვარიანტი
შესთავაზა - ფეხბურთელს სურს, რომ თავის ეროვნულ გუნდს ტურნირის მეოთხედფინალიდან მაინც შეუერთდეს, თუკი ბრაზილიის ნაკრები ამ სტადიაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არასწორი სათაურია, ბარსელონამ არჩევანის საშუალება მისცა.. და რადგან ნეიმარს ძალან უნდა ოლიმპიადაზე გამოსვლა, რომელიც ბრაზილიაში ტარდება, ითხოვს მის კოპა ამერიკიდან განთავისუფლებას..
ისე ფიფას წესებით შეეძლო ოლიმპიადაზე არ გაეშვა.. კოპაზე არ წასვლის აკრძალვის უფლება არ ქონდა
თენგო
20:20 09-04-2016
0
ამას ქვია ოფიციალური ტრეფიკინგი...
გოჩა123
16:30 09-04-2016
0

სიახლეები პოპულარული