კარლოს დიბოსმა, რომელიც ერთ დროს არგენტინის ნაკრებში ალფიო ბასილეს თანაშემწე იყო, სენსაციური განცხადება გააკეთა - მისი მტკიცებით, ნაკრების მწვრთნელებს ლეო მესი ნიშნავს და დიდწილად, სწორედ ის წყვეტს, ვინ გამოიძახონ ეროვნულ გუნდში და ვინ არა.
"სწორედ ამიტომ არასოდეს დანიშნავენ დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრებში, რადგან მესის არ უნდა სიმეონე ეროვნულ გუნდში", - განაცხადა დიბოსმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"