კოპა ამერიკა. C ჯგუფი: მექსიკის ნაკრებმა ურუგვაის მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ივნისს, ჩვენი დროით გამთენიისას, აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკაზე პირველი ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. C ჯგუფში მექსიკის ეროვნულმა გუნდმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

გლენდეილში, ფინიქსის უნივერსიტეტის სტადიონზე ანგარიში მექსიკელებმა ალვარო პერეირას ავტოგოლით, უკვე მე-4 წუთზე გახსნეს. ურუგვაელთა მდგომარეობა ტაიმის მიწურულს მატიას ვესინო ფალეროს გაძევებამ კიდევ უფრო დაამძიმა.

73-ე წუთზე მსაჯმა უკვე მექსიკელებს გაუძევა ანდრეს გუარდადო, აქედან ერთ წუთში კი დიეგო გოდინმა ისარგებლა და გაათანაბრა.

მაგრამ დარჩენილ დროში მექსიკელებმა კიდევ ორჯერ აიღეს ურუგვაელთა კარი. 85-ე წუთზე რაფაელ მარკესმა შეაგდო,
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი ექტორ ერერამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს ურუგვაი 10 ივნისს, ვენესუელასთან ჩაატარებს, მექსიკა კი იამაიკასთან ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული