არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს წასვლის შესახებ გამოაცხადა.

53 წლის სპეციალისტსა და მის სამწვრთნელო შტაბს გადადგომაზე ასოციაციამ თანხმობა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მარტინომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა. მარტინომ ნაკრები ორჯერ გაიყვანა კოპა ამერიკის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა ჩილესთან პენალტების სერიაში.

მარტინოს ხელმძღვანელობით, ნაკრებმა 29 მატჩი ჩაატარა, აქედან 19 მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადეს ლიონელ მესიმ, ხავიერ მასკერანომ, სერხიო აგუერომ, გონსალო იგუაინმა, ესეკიელ ლავეციმ და ლუკას ბილიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული