ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს მაისური! - მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ფეხბურთელმა ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ ჩილეს ნაკრებთან, "კოპა ამერიკა 2016"-ის ფინალში მარცხის შემდეგ გამოაცხადა. შვიდი კვირის შემდეგ 29 წლის მესიმ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო კარიერას აგრძელებს:

"ვხედავ, რომ არგენტინულ ფეხბურთში ისედაც მრავალი პრობლემაა და ნამდვილად არ მინდა, რომ კიდევ ერთი შევმატო. ზიანის მოტანა არავისთვის მსურს, ყოველთვის ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, დავეხმარო სხვებს. არგენტინულ ფეხბურთში ძალიან ბევრია გამოსასწორებელი, მე კი ვამჯობინებ, მის გამოსწორებაზე თავადაც ვიზრუნო და არა - გვერდზე გავდგე და ვაკრიტიკო სხვები.

იმ
ფინალში წაგების შემდეგ თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა და სერიოზულად დავფიქრდი ნაკრებიდან წასვლაზე. მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს მაისური. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურდა, რომ გამეგრძელებინა სანაკრებო კარიერა. იმედია, უახლოეს მომავალში შევძლებთ მათ გახარებას", - აქვეყნებს მესის ნათქვამს Marca.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუარ ვცდები ლომაიაც ზუსტად ასე იყო რა ვეღარ გაუძლო წნეხს და იმ პრობლემებს რაც ნაკრებში იყო)))))))))))
svani
13:31 13-08-2016
0

სიახლეები პოპულარული