რონალდო: იმ ღამეს რობერტო კარლოსმა სიკვდილისგან მიხსნა...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ გაიხსენა, როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს მისმა მეგობარმა და თანაგუნდელმა ნაკრებშიც და კლუბშიც რობერტო კარლოსმა.

"რობერტო კარლოსთან ერთად უფრო მეტი ღამე მაქვს გატარებული, ვიდრე ყველა ქალთან ერთად, ვინც კი ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. რომ არა ის, დღეს ალბათ ცოცხალიც არ ვიქნებოდი.

ეს ამბავი ღამით მოხდა. ნომერში ერთად ვიყავით. ჩამთვლიმა. მახსოვს, რომ უცაბედად ძლიერი კრუნჩხვა დამეწყო. გონებაც კი დავკარგე. თავიდან ის ფიქრობდა, რომ ვაშაყირებდი, მაგრამ დროულად გაერკვა ვითარებაში და გადამარჩინა", - უთხრა რონალდომ Onda Cero-ს
ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული