კარლოს ალბერტოს სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა. მისმა კლუბმა "სანტოსმა" სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. კარლოს ალბერტო 1970 წლის მუნდიალზე "სელესაოს" კაპიტანი იყო, მისი გოლი ფინალში (იტალიასთან 4:1) დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო გოლად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში.
ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა მცველმა 53 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ფეხბურთის მეფე პელემ განაცხადა, რომ შეძრწუნებულია "მეგობრისა და ძმის" სიკვდილით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"