არგენტინის ჩემპიონატში პოლიციელმა შემთხვევით ფეხბურთელს თავში ესროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩის დროს, პოლიციელმა, რომელიც ხულიგნების დაშოშმინებას ცდილობდა, შემთხვევით "ალმაგროს" ფეხბურთელ ფრანკო კიროსს ესროლა. ამის შესახებ The Sun იუწყება.

"ალმაგრო"-"ატლეტიკო პარანას" (0:1) შეხვედრის მიწურულს ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა მოჩხუბარ ფანატთა დასაშოშმინებლად რეზინის ტყვიები გამოიყენეს. სწორედ ამ დროს 26 წლის კიროსს, რომელიც ტრიბუნასთან იდგა და გულშემატკივრებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, პოლიციელის მიერ ნასროლი ერთ-ერთი ტყვია თავში მოხვდა.

კიროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გაუმართლა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული