მეოთხედ, წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო დაასახელა. მას ახალი პრიზი - The Best ("საუკეთესო") გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ფიფასა და "ფრანს ფუტბოლის" 6-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა და ეს ორგანიზაციები ცალ-ცალკე აჯილდოებენ რჩეულებს. "ფრანს ფუბტოლმაც" წლის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი დაასახელა.
რონალდომ მადრიდის "რეალთან" ერთად 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის თასს დაეუფლა.