ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: "რეალი" და "იუვე" სხვა სამყაროა

AutoSharing Option
თუკი მადრიდის "რეალმა" ესპანური რეკორდი (39-მატჩიანი წაუგებელი სერია) მხოლოდ გაიმეორა, ტურინის "იუვენტუსმა" იტალიაში შინ ზედიზედ 28-ე მატჩი მოიგო და სერია A-ს ახალი რეკორდი დაამყარა. ეს ორი კლუბი ტოპ-ფორმაშია, რაზეც თუნდაც ეს სტატისტიკა კარგად მეტყველებს.

უქმეებზე რეკორდებს ფეხბურთელებიც გაეთამაშნენ, უპირველესად, ეს უეინ რუნიზე ითქმის...

ლა ლიგა: სუპერდუელი
* რობერტო ხიმენესმა 12 გოლი გაუშვა "ესპანიოლის" 4 თამაშში, მაშინ, როცა დიეგო ლოპესმა მანამდე 14 მატჩში ერთით ნაკლები გოლი გაუშვა.

* საულ ნიგესის 10 გოლიდან "ატლეტიკოს" მაისურით 7 თავურია.

* ლიონელ მესი (ბარსელონა) ერთადერთი ფეხბურთელია
ამ სეზონში, ვინც "ვილიარეალს" საჯარიმოს გარედან გაუტანა.

* ამ სეზონში მარტო "ვილიარეალმა" მოახერხა და არ დამარცხდა "რეალთან", "ბარსელონასთან" და "ატლეტიკოსთან" მატჩებში.

* ლიონელ მესიმ ბოლო 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ბოლო ორი გოლი კი არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

* "ბარსელონამ" ამ სეზონში ძელს ბურთი ყველაზე მეტჯერ მოარტყა - 11.

* ნიკოლა სანსონეს (ვილიარეალი) ლა ლიგაში ყველაზე ეფექტური დარტყმა აქვს, 35% გოლად აქცია.

* ბოლო 6 ტურში "ბარსელონამ" ტაიმი 5-ჯერ დაასრულა 0:0.

* გოლი+პასი სისტემით ლუის სუარესი ლიდერობს - 16 (12 გოლი, 4 პასი), შემდეგ მოდიან მესი - 15 (12, 3) და იაგო ასპასი (სელტა) - 14 (11, 3).

* "ვილიარეალმა" ზედიზედ მე-14-ედ ვერ მოუგო "ბარსელონას". ეს ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

* იაგო ასპასმა ბოლო 12 მატჩში (ყველა შეჯიბრი) 12 გოლი გაიტანა.

* რაც "ბეტისის" თავკაცი ვიქტორ სანჩეს დელ ამოა, სევილიურ გუნდს არ წაუგია - გუნდმა 12 შესაძლებელიდან 10 ქულა მოიპოვა.

* რაც რუბენ კასტრო "ბეტისშია", ფორვარდმა 193 გოლიდან 90-ში მიიღო მონაწილეობა (71 გოლი, 19 პასი), ეს კი 46%-ია.

* "სევილიას" საგარეო მატჩში (ლა ლიგაში) 4-გოლიანი სხვაობით ბოლოს 2010 წელს მოუგია (5:1 "რასინგთან").

* ხიხონის "სპორტინგმა" კვლავ ვერ მოიგო წლის პირველი კალენდარული მატჩი ლა ლიგაში. ბოლოს ეს ასტურიელებმა 1994 წელს მოახერხეს (ბარსელონასთან).

* ბოლოს 17 ტურის შემდეგ "სპორტინგს" 12 ქულა 2011 წელს ჰქონდა. სხვათა შორის, იმ სეზონში ხიხონელები გავარდნას გადაურჩნენ.

* ანტუან გრიზმანის (ატლეტიკო) 7 გოლიდან 4-ში ასისტენტი კევინ გამეირო იყო.

* ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოში" ყველაზე გრძელი "მშრალი" სერია დაასრულა, რომელიც 843 წუთი გაგრძელდა.

* "ეიბარმა" ბოლო 4 მატჩი დათმო "ატლეტიკოსთან" და საშუალოდ 2,5 გოლი გაუშვა თამაშში.

* ზინედინ ზიდანის "რეალმა" ესპანური კლუბის რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 39 მატჩი არ დამარცხდა.

* ხამეს როდრიგესმა (რეალი) ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთა მას შემდეგ, რაც შეცვლაზე შევიდა.

* ამ სეზონში "რეალის" 16-მა ფეხბურთელმა გაიტანა, რაც ტოპ-5 ევროპულ ლიგაში საუკეთესო შედეგია. მინდვრის მოთამაშეებისგან (ვინც ითამაშა) მხოლოდ ფაბიო კოენტრაოს არ გაუტანია ჯერ.

* ისკომ (რეალი) ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია, ვიდრე მისი ყველა გოლი ლა ლიგაში ამ სეზონამდე.

* 2009/10 წლების სეზონიდან მოყოლებული (რაც პორტუგალიელი ესპანეთში გადავიდა სათამაშოდ), ლა ლიგაში კრიშტიანო რონალდოსა (რეალი) და ლიონელ მესის 271-271 გოლი აქვთ გატანილი. სუპერდუელი გრძელდება.

* ქარიმ ბენზემას (რეალი) საყვარელი მეტოქე ლა ლიგაში "გრანადაა", უკვე 10 გოლი გაუტანა.

* "რეალს" ლა ლიგაში 27 მატჩია არ წაუგია, ეს საუკეთესო შედეგია 1997 წლის (29 მატჩი) შემდეგ.

* "ბარსელონამ" 17 მატჩიდან ლა ლიგაში 10 მოიგო, რაც 2007/08 წლების სეზონის შემდეგ უარესი მაჩვენებელია გუნდისთვის.

სერია A: "ნაპოლი" იწყებს და...
* ტურინის "იუვენტუსმა" ბოლო 26 ტურში იმარჯვა შინ. ეს სერია A-ს ახალი რეკორდია.

* რაც იტალიის ჩემპიონატი 20-გუნდიანია, 19 ტურის მერე ბერგამოს "ატალანტას" არასოდეს ჰქონია 35 ქულა.

* პაულო დიბალამ (იუვენტუსი) იტალიის ჩემპიონატში ყველა (11) პენალტი გაიტანა.

* მატჩების პირველ 15 წუთში ყველაზე მეტი გოლი გონსალო იგუაინს (იუვენტუსი) აქვს გატანილი - 4.

* კარლოს ბაკამ (მილანი) 594-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა ჩემპიონატში.

* "ლაციოს" 19 ტურში 37 ქულა აქვს, ამაზე უკეთესი შედეგი რომაულ გუნდს მხოლოდ 2012/13 წლების სეზონში (39 ქულა) ჰქონდა.

* ფედერიკო ფასიომ (რომა) ბურთი საჯარიმოდან 22-ჯერ გამოიტანა, რაც ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია ერთ მატჩში.

* დომენიკო ბერარდი (სასუოლო) მოედანზე 133-დღიანი იძულებითი პაუზის მერე გავიდა.

* "ნაპოლიმ" კალენდარული წლის პირველი თამაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო.

* მანოლო გაბიადინიმ (ნაპოლი) 2015 წლის მაისის მერე პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა.

* მასიმო მაკარონემ (ემპოლი) 118 წამში მოახერხა გოლის გატანა მას მერე, რაც მოედანზე შევიდა. ეს სეზონის მეორე მაჩვენებელია.

* ლუკაშ სკორუპსკიმ (ემპოლი) ამ სეზონში მერვედ შეინახა კარი მშრალად. ეს ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

Sportall.Ge

ასოციაციის თასი: ჯონ ტერის წითლები
* ვინსენტ იანსენმა (ტოტენჰემი) 33-ჯერ დაარტყა კარში და ერთხელაც ვერ გაიტანა (ყველა შეჯიბრში).

* "ჩელსის" ფეხბურთელების მიერ მიღებული ბოლო 6 წითელი ბარათიდან 3 ჯონ ტერიმ მიიღო.

* "ჩელსიმ" "პიტერბოროსთან" მატჩის I ტაიმში კარში 20-ჯერ დაარტყა, რაც ასოციაციის III რაუნდის საუკეთესო მაჩვენებელია.

* მიში ბატშუაიმ "ჩელსიში" 4-ჯერ ითამაშა სასტარტოში და 3 გოლი გაიტანა.

* "ლივერპულმა" "ენფილდზე" თასის ბოლო 5 მატჩიდან 4 0:0 დაასრულა.

* პედროს ხუთივე გოლი ამ სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" აქვს გატანილი.

* "ლივერპულმა" "პლიმუთთან" მატჩის I ტაიმში ბურთის ფლობის საოცარი მაჩვენებელი დააფიქსირა - 80,3%.

* ჯო გომესმა "ლივერპულის" მაისურა 465-დღიანი პაუზის მერე პირველად მოირგო.

* "პლიმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 21 წელი და 296 დღე იყო, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდულია.

* არსენ ვენგერის "არსენალმა" ასოციაციის თასის ეს ეტაპი ზედიზედ 21-ედ დაძლია.

* ბოლო 8 მატჩში, როცა ოლივიე ჟირუ (არსენალი) სასტარტოში იყო (ყველა შეჯიბრში), მან ერთი გოლი მაინც გაიტანა, სულ კი 10 გოლი დაუგროვდა.

* უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ბობი ჩარლტონს გაუტოლდა 249 გოლით (ყველა შეჯიბრში).

Sportall.Ge

საფრანგეთის თასი: როცა 32 სჯობს ათასს
* ლუკას მოურა (პარი სენ ჟერმენი) ერთადერთი ფეხბურთელია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომელმაც გოლები ხუთ სხვადასხვა საკლუბო ტურნირზე გაიტანა.

* ნაბილ ფეკირმა (ლიონი) კარიერაში პირველად გააკეთა ერთ მატჩში 3 საგოლე პასი.

* "ნიცამ" ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა თასის 1/32-ფინალური ეტაპი.

* "მარსელი" თასის ამ ეტაპზე, როგორც წესი, დამატებით დროს თამაშობს ხოლმე. ასე მოხდა ბოლო ხუთ მატჩში.

* იულიან დრაქსლერმა პსჟ-ში მხოლოდ 32 წუთი ითამაშა, მაგრამ მეტი გოლი (1) გაიტანა, ვიდრე "ვოლფსბურგში" 1144 წუთის განმავლობაში.

* ტიაგო მოტამ (პსჟ) 2016 წლის იანვრის მერე პირველად გაიტანა.

* პსჟ-მა 7 და მეტი გოლის უპირატესობით ოფიციალური მატჩი 44-წლიანი პაუზის მერე პირველად მოიგო.

* მარიუშ სტეპნინსკი (ნანტი) გახდა პირველი ფეხბურთელი ამ სეზონში, ვინც ლიგა 1-ში, ლიგის თასსა და ქვეყნის თასზე გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული