ტრანსფერ ONLINE: 15 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
10:05. გენიალური რონალდინიო კარიერის განახლებას აპირებს. ფეხბურთელის ძმამ და აგენტმა რობერტო დე ასისმა განაცხადა, რომ მართავს მოლაპარაკებას ლიბერტადორესის თასზე მოთამაშე ერთ-ერთ კლუბთან. 36 წლის რონალდინიოს ბოლო კლუბი "ფლუმინენსე" იყო. მან გუნდი 2015 წლის სექტემბერში დატოვა. ყველაზე რეალური ვარიანტი მონტევიდეოს "ნასიონალია".

10:10. სანამ დიეგო კოშტა "ჩელსიშია" გაფიცული (ოფიციალურად, მას ზურგი აწუხებს), კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს. ყველაზე სავარაუდო ვარიანტია ალვარო მორატა "რეალიდან". თავის დროზე ანტონიო კონტეს მისი ხილვა "იუვენტუსში" სურდა. მორატა "რეალში" კონკურენციას ვერ უძლებს. "ჩელსი" ასევე ფიქრობს "ევერტონის" შემტევის, რომელუ
ლუკაკუს გადაბირებაზე.

10:20. "მარკა" ამტკიცებს, რომ "რეალმა" შვედურ აიკ-თან შეათანხმა ფორვარდ ალეკსანდრ ისაკის ტრანსფერი. შემდეგ კვირაში "რეალი" შვედეთის ნაკრების 17 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. სატრანსფერო აკრძალვის გამო "რეალს" ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა მხოლოდ ზაფხულში შეეძლება. "ახალი იბრაჰიმოვიჩისათვის" "რეალმა" ბრძოლა "ბაიერნს", "იუვენტუსს" და "ჩელსის" მოუგო.

10:25. 31 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ხოსე სოსა, ვინც იშვიათად ხვდება "მილანის" ძირითად შემადგენლობაში, "ფენერბახჩეში" არ გადავიდა. ამის თაობაზე "სქაი სპორტი" წერს. თურქები მზად იყვნენ, სოსას სანაცვლოდ 7,5 მილიონი ევრო გადაეხადათ.

10:33. კიდევ ერთი ვარიანტი დიეგო კოშტასათვის. შესაძლოა, ის ჩინეთში გაიყიდოს, ხოლო "ჩელსიმ" "ბაიერნიდან" 85 მილიონ ევროდ იყიდოს თომას მიულერი. ცოტა ხნის წინ 27 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ "რეკორდმაისტერში" თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს.

10:39. "მილანის" ყოფილმა ფორვარდმა ლუის ადრიანომ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება "სპარტაკში". რუსულ კლუბში ბრაზილიელი სეზონში 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

11:02. "კრისტალ პალასთან" გამარჯვების შემდეგ "ვესტ ჰემის" ფანებმა დმიტრი პაიეს მაისურებით ფეხები გაიწმინდეს. ლონდონელთა ფრანგ ლიდერს გუნდის დატოვება სურს და ფანებმა ამგვარი ფორმით გამოხატეს პროტესტი.

11:07. იაია ტურე "სიტის" განაცხადში იქნება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისათვის. ამის თაობაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა. კოტდივუარელი ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ იყო.

11:12. "ჩელსიმ" უკან გამოიძახა "ბარნლიში" განათხოვრებული ფორვარდი პატრიკ ბემფორდი.

11:20. "ზენიტისა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი ჩინურ "ტიანცინს" შეუერთდა. ამის თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა.

11:25. იტალიელი ფორვარდის, სიმონე ძაძას წარდგენა "ვალენსიაში" არ შედგა. ეს ღონისძიება მაინც გაიმართება. "ღამურებმა" ორი მილიონი გადაუხადეს "იუვენტუსს", რათა სეზონის ბოლომდე ენათხოვრებინათ ძაძა.

11:34. "იდეა" წერს, რომ "დორტმუნდის" კოლუმბიელი ფორვარდი ადრიან რამოსი ჩინეთში ითამაშებს. ის "ჩუნცინთან" გააფორმებს კონტრაქტს, სეზონის ბოლომდე კი "გრანადაში" ითამაშებს იჯარით. "დორტმუნდი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს.

11:40. ახალგაზრდა ფორვარდმა ფედერიკო კიეზამ "ფიორენტინასთან" 2021 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი. 19 წლის "იების" აღზრდილი ენრიკე კიეზას შვილია.

11:45. "ინტერის" ფორვარდმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ ჩინეთში არავითარ შემთხვევაში არ გადავა.

11:55. "ლესტერს" "მიდლსბროს" ნახევარმცველი გასტონ რამირესი აინტერესებს.

12:03. "მალაგა" ახლოსაა "ლესტერის" ესპანელი მცველის, ლუის ერნანდესის გაფორმებასთან. ამის თაობაზე ას-ი წერს.

12:36. "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ სულ მალე ბოლოს მოუღებს ლიონელ მესისთან დაკავშირებულ ორომტრიალს. "მესი დარჩება. ამაში დარწმუნებული ვარ. ამაზე პირადად ვიზრუნებ", - აცხადებს "ბარსელონას" პირველკაცი.

12:40. "ლიდსმა" ახალი კონტრაქტი შესთავაზა მთავარ მწვრთნელს, გარი მონკს.

12:47. "ჩვენ არც "მარსელთან" გვიწარმოებია მოლაპარაკება და არც "კორინთიანსთან", - განაცხადა დიდიე დროგბას აგენტმა. 38 წლის ფეხბურთელი უგუნდოდაა მას შემდეგ, რაც "მონრეალი" დატოვა.

13:05. "ჩელსის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე დიეგო კოშტას აგენტმა ფეხბურთელის ყოველდღიური ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

13:15. თუ "იუვენტუსი" "შალკედან" ვერ იყიდის სეად კოლაშინაცს, მაშინ დაიბრუნებს "ატალანტაში" განათხოვრებულ მცველს, ლეონარდო სპინაცოლის.

13:20. ხოსეპ გვარდიოლას "ტოტენჰემის" მცველის, ბენ დევისის გადაბირება უნდა.

13:30. "ბაიერნმა" ოფიციალურად იყიდა "ჰოფენჰაიმიდამ" 21 წლის მცველი ნიკლას ზიულე და 26 წლის ნახევარმცველი სებასტიან რუდი. ზიულეს კონტრაქტი 2022 წლამდეა, რუდისა კი - ორი წლით ნაკლებია. ორივე ფეხბურთელი "ბაიერნს" სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

13:47. "ვოლფსბურგის" მცველი ბრუნო ენრიკე ბრაზილიაში ბრუნდება. "სანტოსი" მისი ნახევარწლიანი იჯარისათვის 500 ათას ევროს იხდის. ბრაზილიურ კლუბს ტრანსფერის გამოსყიდვა 4,5 მილიონ ევროდ შეეძლება.

13:55. "მანჩესტერმა" შესაძლოა, "სევილიაში" გაანათხოვროს მარკუს რაშფორდი. ამის თაობაზე "სანი" წერს.

14:00. "ა ბოლას" ინფორმაციით, "სევილიას"მცველი ბენუა ტრემულინა შესაძლოა, "ბენფიკაში" გადავიდეს.

14:07. ირანის ნაკრების მწვრთნელი კარლუშ კეირუში გადადგომის ზღვარზეა.

14:15. ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ მას სჯერა ახალგაზრდა ნახევარმცველის, მარკო ასენსიოსი. არადა, მან "სამეფო კლუბის" ძირითადში ადგილი დაკარგა.

14:30. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატალანტას" საყრდენ ფრანკ კესისათვის ბრძოლაში ჩაერთო.

14:35. ადრიანო გალიანიმ, ვინც "მილანი" დეკემბერში დატოვა, განაცხადა, რომ სხვა გუნდში არ იმუშავებს. "შეიძლება სერია A-ს პრეზიდენტის პოსტზე ვიყარო კენჭი", - თქვა გალიანიმ.

14:42. "სუონსი" ახლოსაა "ტოტენჰემის" 24 წლის ნახევარმცველის, ტომ კეროლის გადაბირებასთან. ტრანსფერი "გედებს" 8,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

14:55. ჩინეთში ლეგიონერებზე ლიმიტი შემოიღეს. ამიერიდან მინდორზე ერთდროულად მხოლოდ სამ ლეგიონერს შეუძლია ყოფნა. ამასთან, განაცხადში შეიძლება იყოს მხოლოდ ხუთი ლეგიონერი. განაცხადში ასევე უნდა იყოს 23 წლის ორი ფეხბურთელი და ერთმა აუცილებლად ძირითადში უნდა დაიწყოს მატჩი.

15:05. ედინსონ კავანიმ განაცხადა, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას.

15:10. ახალი მეპატრონის, ფრენკ მაკორტას ფულებით წელგამაგრებული "მარსელი" სამირ ნასრის დაბრუნებას უმიზნებს.

15:26. "შესაძლებელია თუ არა "სიტიში" ლიონელ მესის გამოჩენა? მე ამ კითხვას სამჯერ ვუპასუხე სეზონის მიმდინარეობისას და მეტჯერ პასუხს აღარ ვაპირებ", - თქვა პეპ გვარდიოლამ.

15:40. გონსალო იგუაინი ლიონელ მესის "იუვენტუსში" უხმობს. "ეს რთული ჩემპიონატია. განსაკუთრებით დაცვის კუთხით. საინტერესოა, რამდენს გაიტანენ აქ მესი და რონალდო", - თქვა იგუაინმა.

15:50."შანდუნ ლუნენს" ეშლი იანგის გადაბირებს სურს.

15:55. "რომას" არ გამოუვიდა "ვესტ ჰემიდან" სოფიან ფეგულის იჯარით აყვანა და ახლა ჩარლი მუსონდას იჯარაზე გადაერთო "ჩელსიდან".

16:05. "სანდი მირორის" ცნობით, ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" ნემანია მატიჩი სურს.

16:20. "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" მიმართა მცველის, ჟოზე ფონტეს გადაბირების თაობაზე. მერსისაიდელები მზად არიან, "საუთჰემპტონში" გაუშვან მამადუ სახო.

16:25. "დონ ბალონის" ცნობით, პიკეს მეუღლე შაკირას ლონდონში გადასვლა უნდა. ესპანელის სამომავლო ნავსაყუდლად "ჩელსი" სახელდება.

16:30. "იუვენტუსის" ტალანტი მოისეს კინი "არსენალს" სურს. "მეთოფეები" მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადონ.

16:45. "ვესტ ბრომვიჩმა" "ჰალს" მიმართა ჯეკ ლივერმორის თაობაზე.

17:00. "მილანის" მთავარი მწვრთნელი ვიჩენცო მონტელა მზადაა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

17:07. "სანდერლენდის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა თქვა, რომ "კრისტალ პალასში" არ გაუშვა პატრიკ ვან ანჰოლტი.

17:30. "აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ ასე ჩემმა გულმა მითხრა. შემეძლო "ბარსელონაში" ან "რეალში" გადავსულიყავი, მაგრამ ასე გადავწყვიტე", - თქვა პოლ პოგბამ.

17:36. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ "დორტმუნდიდან" წასვლას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტეს სურდა კი არა,მორატა თამაშობდა იუვენტუსში. ასენსიოს როდის ჰქონდა რეალის ძირითადში ადგილი?! მოურინიო სულ გამობენტერდა - მატიჩი არა ის! იანგს გაუშვებენ ალბათ ჩინეთში. პიკე-შაკირას ამბავმა შევა-პაზიკი გამახსენა.
კირკიტა
15:18 16-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული