"დიარიო ას"-ის ინფორმაციით, ჰოლანდიაში კრიშტიანო რონალდოს ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს, კიკბოქსიორ ბადრ ჰარის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქედან 1,5 წელიწადი პირობითია.
აფრიკელს დაუმტკიცდა ბრალი 2012 წელს ამსტერდამში ჩადენილ ხულიგნობაზე.
აღსანიშნავია, რომ ჰარი 2015 წელს უკვე იჯდა ციხეში ანალოგიური დანაშაულისთვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"