პრემიერლიგა: ყველაზე დამსახურებული ესპანელი
* რაც სლავენ ბილიჩი "ვესტ ჰემის" მწვრთნელია, ანდრე აიუმ გუნდის მე-100 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში.* რომელუ ლუკაკუ ახლა "ევერტონის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა პრემიერლიგაში 60 გოლით. ის დანკან ფერგიუსონს დაეწია.
* დიეგო კოშტას (ჩელსი) პრემიერლიგაში ნათამაშები მატჩების 54%-ში გააქვს. ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია მათ შორის, ვინც 20 მატჩი მაინც ითამაშა ჩემპიონატში.
* სესკ ფაბრეგასის (ჩელსი) ანგარიშზე 102 საგოლე პასია პრემიერლიგაში,
* ამ სეზონში ფერნანდო ლორენტემ (სუონსი) ყველა შეჯიბრებაში 9 გოლი გაიტანა - 3-3 თავით და ორივე ფეხით.
* ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი გილფი სიგურდსონს (სუონსი) აქვს.
* პატრიკ ვან აანჰოლტი პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ორი გუნდის მაისურით გაიტანა (სანდერლენდი და კრისტალ პალასი).
* კრეიგ დოუსონის გოლი პირველი იყო ინგლისელი ფეხბურთელისთვის პრემიერლიგაში "ალბიონის" მაისურით 2016 წლის აპრილის მერე (მაშინაც დოუსონმა გაიტანა).
* "სანდერლენდი" ამ სეზონში ყოველ ტურში ცვლის სასტარტო შემადგენლობას. მოიესი ისევ ძიებაშია.
* სესკ ფაბრეგასი პირველი ესპანელია, რომელმაც პრემიერლიგაში 300 მატჩი ითამაშა.
* ჰარი კეინის ანგარიშზე 4 პრემიერლიგური ჰეთ თრიკია "ტოტენჰემის" მაისურით.
* ჰარი კეინმა 2017 წელს მესამედ შეასრულა ჰეთ თრიკი (ყველა შეჯიბრებაში).
* ჰარი კეინმა თავის საკლუბო კარიერაში 100 გოლი გაიტანა (84 "ტოტენჰემის" მაისურით).
ლიგის თასი: მოუ სერ ალექსს გაუტოლდა
* ჟოზე მოურინიომ ინგლისის ლიგის თასი მეოთხედ მოიგო და ამ მაჩვენებლით სერ ალექს ფერგიუსონსა და ბრაიან კლაფს გაუთანასწორდა.* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თასების ფინალებში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა ბოლო ხუთ შეხვედრაში.
* მანოლო გაბიადინი (საუთჰემპტონი) პირველი ფეხბურთელია დინ სონდერსის შემდეგ, ვინც ლიგის თასის ფინალში "იუნაიტედს" ორი გოლი გაუტანა.
* ჯესი ლინგარდმა "უემბლიზე" ბოლო სამ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ფინალში 9-ჯერ ითამაშა, აქედან 5 ფინალი გუნდმა მოიგო.
* "საუთჰემპტონმა" მეორედ ითამაშა ლიგის თასის ფინალში. პირველი ფინალი გუნდმა 1979 წელს წააგო.
* ჟოზე მოურინიოს ინგლისში თასის ფინალი არასოდეს წაუგია.
ლა ლიგა: მესიმ სიმეონეს იუბილე ჩაუშხამა
* რაც ხესე "ლას პალმასში" გადავიდა, კლუბმა 4 მატჩი წააგო, თავად ფორვარდს კი გოლი არ გაუტანია. * ჩაბი პრიეტომ "რეალ სოსიედადის" მაისურით 66 გოლი გაიტანა და ზამორას დაეწია ამ მაჩვენებლით.
* ხორხე სამპაოლის "სევილიამ" ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით. ამ შედეგით სამპაოლი მეორე ადგილზე მყოფ დიეგო სიმეონეს 3 გოლით უსწრებს.
* სერხი ენრიჩი "ეიბარის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა ლა ლიგაში 19 გოლით.
* "ლეგანესმა" ელიტაში პირველად მოიგო 4-გოლიანი სხვაობით.
* მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, "სევილიამ" ყველაზე მეტი ქულა დააგროვა სეზონში - 27.
* რაკიტიჩის (2012/13) მერე გაბრიელ მერკადო "სევილიას" პირველი ფეხბურთელია, ვინც დერბიში ორ მატჩში შეძლო გოლის გატანა.
* სერხიო რიკომ (სევილია) პირველ გოლი გაუშვა დერბიში (მეექვსე მატჩში).
* "ბეტისის" სამმა ფეხბურთელმა შეძლო ამ სეზონში პირდაპირ ჯარიმიდან გატანა (დურმისი, გუტიერესი, კასტრო), რაც ლა ლიგაში ყველაზე მეტია.
* "სევილია" "ბეტისთან" დაპირისპირებაში უკვე 7 თამაშია, არ დამარცხებულა (6 მოგება, 1 ფრე).
* ამ სეზონში "ვალენსიაზე" მეტჯერ არავინ დამარცხებულა, რაც გუნდი თამაშის მსვლელობისას წინ იყო - 6.
* ალვარო მორატამ (რეალი) სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა შეცვლაზე შესვლის მერე - 6.
* ტოპ-5 ევროპის ლიგაში ყველაზე მეტი თავური მადრიდის "რეალმა" გაიტანა - 17.
* კრიშტიანო რონალდო გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა - 57. მან უგო სანჩესს გაუსწრო.
* მადრიდის "რეალმა" ბოლო 44 მატჩში შეძლო გატანა. ამით გუნდმა "ბარსელონას" რეკორდი (1944) გაიმეორა.
* მანუ ტრიგეროსი (ვილიარეალი) ერთადერთი ფეხბურთელია ლა ლიგაში, რომელმაც ორივე მადრიდულ გრანდს გაუტანა ამ სეზონში.
* სერხიო ასენხოს (ვილიარეალი) - "სეივების" საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს - 81,9%.
* გარეთ ბეილმა "ელ მადრიგალზე" პირველად ითამაშა და პირველივე დარტყმით გოლი გაიტანა.
* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) "ვისენტე კალდერონზე" 13 გოლი გაიტანა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მან 12 გოლი გაიტანა.
* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) "ატლეტიკოს" 22 გოლი გაუტანა, ყველაზე მეტი.
* დიეგო გოდინმა (ატლეტიკო) "ბარსელონას" ლა ლიგაში 2 გოლი გაუტანა, ორივე თავით.
* რაფინიამ (ბარსელონა) ამ სეზონში ლა ლიგაში 6 გოლი 8 ზუსტი დარტყმით გაიტანა.
* დიეგო სიმეონემ მე-300 მატჩი გამართა "ატლეტიკოს" მწვრთნელის რანგში.
* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით მე-400 მატჩი მოიგო.
ბუნდესლიგა: პაპა კარლოს იუბილე
* "ვოლფსბურგმა" "ვერდერს" 27-ჯერ დაურტყა კარში. ეს ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, "მგლები" 1:2 დამარცხდნენ.* "ვოლფსბურგმა" და "ვერდერმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი - 12-12 გოლი - გაუშვეს სტანდარტული მდგომარეობებიდან.
* სერჟ გნაბრიმ (ვერდერი) სეზონში 10 გოლი გაიტანა, აქედან 9 - სტუმრად.
* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "დორტმუნდის" მაისურით 103 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში რობერტ ლევანდოვსკის გაუტოლდა.
* ვლადიმირ დარიდამ (ჰერტა) ბუნდესლიგაში მე-16 გოლი გაიტანა, მაგრამ პირველი - თავით.
* ვედად იბიშევიჩმა (ჰერტა) ბოლო 7 საშინაო მატჩში 10 გოლი გაიტანა.
* მანუელ ნოიერმა "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში მე-100-ედ შეინახა კარი "მშრალად".
* "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში 250-ე საგარეო მატჩი მოიგო.
* არიენ რობენმა "ბაიერნის" მაისურით 125-ე გოლი გაიტანა და კლაუდიო პისაროს გაუთანაბრდა.
* პოლ ვერჰეგმა (აუგსბურგი) ბუნდესლიგაში 16 პენალტიდან 15 გაიტანა.
* ლარს შტინდლმა "გლადბახის" ბოლო 5 გოლიდან 4 გაიტანა.
* კარლო ანჩელოტიმ გუნდი კარიერაში მე-1000-ედ გაიყვანა მწვრთნელის რანგში.
სერია A: იუვე, ახლა 30!
* ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონატში ზედიზედ 30-ე საშინაო მატჩი მოიგო (19-ში გოლი არ გაუშვია).* "ნაპოლის" 24-მატჩიანი საშინაო გოლების სერია შეუწყვიტეს.
* მატია კალდარა (ატალანტა) მეორე მცველია სეზონში (კიელინის მერე), ვინც დუბლი შეასრულა, თუმცა კალდარამ ეს სტუმრად მოახერხა, კიელინისგან განსხვავებით.
* კალდარა მცველებში 4 გოლით ლიდერობს ანდრეა კონტისთან ერთად.
* რაჯა ნაინგოლანმა (რომა) "ინტერს" უკვე 5 გოლი გაუტანა.
* "კიევომ" იტალიის ჩემპიონატის მე-100 საშინაო მატჩი მოიგო.
* კარლოს ბაკამ (მილანი) 6-დან 6 პენალტი გამოიყენა.
ლიგა 1: დაბრუნება 17 თვის მერე
* "დიჟონს" ამ სეზონში უკვე 3 ავტოგოლი დაეხმარა, ყველაზე მეტი სეზონში.* მიკაელ ლე ბიონმა (ნიცა) 2015 წლის სექტემბრის (17-თვიანი პაუზის) მერე პირველად ითამაშა. მან ბოლო მატჩში გოლი გაიტანა და ფეხი მოიტეხა. დაბრუნება ლე ბიონმა დუბლით აღნიშნა.
* იანიკ კაიუზაკმა (ბასტია) ბოლო 4 მატჩში 3 წითელი ბარათი მიიღო.
* "ნანსის" ლიგა 1-ში 431 წუთია გოლი ვერ გაუტანია.
* ფაბინიომ (მონაკო) ლიგა 1-ში 11-დან 11 პენალტი გაიტანა.
* კამილ გლიკი (მონაკო) ლიგა 1-ის ბომბარდირია მცველებში 5 გოლით.
* "მარსელმა" ლიგა 1-ში 1953 წლის მერე ყველაზე დიდი საშინაო მარცხი იწვნია.
* პსჟ ბოლო 14 ტურია, დაუმარცხებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"