32 წლის ფეხბურთელს ტყუპებს სუროგატი დედა გაუჩენს, რომელიც აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს.
ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ როგორც რონალდომ თქვა, როცა ტყუპები გაჩნდებიან, მათ მადრიდში პორტუგალიელის აგარაკში გადაიყვანენ.
"კრიშტიანოს ერთი სული როდის შეხვდება ოჯახის ახალ წევრებს. ის ცდილობს საკუთრი პირადი ცხოვრება დამალოს, მაგრამ თქვა, რომ ტყუპები მალე გაჩნდებიან. დადგა დრო, მის ვაჟს ძმები ეყოლოს, ვისთანაც ერთად გაიზრდება",
შეგახსენებთ, რომ რონალდოს უკვე ჰყავს 6 წლის ვაჟი, რომელიც ასევე სუროგატმა დედამ გააჩინა.