პრემიერლიგა: მეოთხე იტალიელი
* 5-მა გუნდმა სეზონში 70-ზე მეტი გოლი პირველად გაიტანა 1905/06 წლების სეზონის შემდეგ. * "არსენალმა" ამ სეზონში 5-ჯერ შეძლო საგარეო მატჩებში 4 და მეტი გოლის გატანა. ეს კი 1936/37 წლების სეზონის მერე არ მომხდარა.
* ალექსის სანჩესი გახდა მე-8 ფეხბურთელი, ვინც "არსენალის" მაისურით პრემიერლიგაში 50 გოლი გაიტანა.
* ალექსის სანჩესმა (არსენალი)
* პიტერ კრაუჩმა (სტოკ სიტი) "არსენალის" კარში 9 გოლი გაიტანა, მეტი მხოლოდ უეინ რუნისა (11) და რობი ფაულერს (10) გაუტანიათ.
* ამ სეზონში ალექსის სანჩესი (არსენალი) გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ორნიშნა ციფრს მიაღწია გოლებსა და საგოლე პასებში (20 გოლი, 10 პასი).
* პეტრ ჩეხმა პრემიერლიგაში მე-400 მატჩი ითამაშა: 333 "ჩელსის" მაისურით, 67 - "არსენალის".
* ჯოშუა კინგზე (ბორნმუთი, 13 გოლი) მეტი გოლი 2017 წელს მხოლოდ რომელუ ლუკაკუს აქვს გატანილი პრემიერლიგაში - 14.
* სემ ვოუკსმა (ბარნლი) ბოლო 4 ტურში 4 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 58-ში - მხოლოდ ხუთი.
* პატრიკ ბემფორდმა (მიდლსბრო) ოფიციალურ მატჩში 760-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
* კაილ ნოუტონმა (სუონსი) პრემიერლიგაში პირველი გოლი 141-ე ცდაზე გაიტანა.
* ფერნანდო ლორენტემ (სუონსი) ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით პრემიერლიგაში - 7.
* 2017 წელს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი გილფი სიგურდსონს (სუონსი) დაუგროვდა - 8.
* "სანდერლენდს" შინ 9 ტურია, არ მოუგია.
* შინჯი ოკაზაკის (ლესტერი) 23 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი.
* დავიდ სილვამ (სიტი) 2014 წლის მერე პირველად გაიტანა ზედიზედ ორ ტურში.
* პირველად მოხდა, რომ პრემიერლიგაში ხოსეპ გვარდიოლამ (სიტი) ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა, რაც წინა ტურში.
* ანტონიო კონტე მხოლოდ მეოთხე უცხოელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგა სადებიუტო წელსვე მოიგო. მანამდე ეს მოურინიომ, ანჩელოტიმ და პელეგრინიმ გააკეთეს.
* ანტონიო კონტე მეოთხე იტალიელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგა მოიგო (ანჩელოტის, მანჩინისა და რანიერის შემდეგ).
* "ჩელსი" მეექვსედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მეხუთედ პრემიერლიგის ეპოქაში.
* "ჩელსიმ" "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში გოლი 23-ე ცდაზე გაიტანა გოლი.
* მხოლოდ მესამედ მოხდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, რომ ბოლო ტურის წინ ორი ლონდონური კლუბი ლიდერობს.
* "ტოტენჰემმა" ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო შინ, რითაც კლუბის რეკორდი გაიმეორა (1987 წ).
* "ტოტენჰემმა" ჩემპიონატი "უაით ჰართ ლეინზე" დაუმარცხებლად 1964/65 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩაამთავრა.
* "ჰალი" პრემიერლიგის ეპოქაში მესამე გუნდია "ჩარლტონისა" (1998/99) და "ბოლტონის" (2011/12) შემდეგ, რომელიც ელიტაში აღზევებიდან პირველივე სეზონში დაქვეითდა.
* ნგოლო კანტე (ჩელსი) პირველი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგა ზედიზედ ორ სეზონში სხვადასხვა გუნდის მაისურით მოიგო.
ლა ლიგა: დაარტყა და გაიტანა
* 2013 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ტურში ორმა კოლუმბიელმა გაიტანა (ჯონ მონდრაგონი, ადრიან რამოსი).* გილერმე ოჩოამ (გრანადა) ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა (80) და ყველაზე მეტი "სეივი" მიითვალა (161).
* 80 გოლის გაშვება სეზონში ლა ლიგის ანტირეკორდია მეკარისთვის (გილერმე ოჩოა).
* ხამეს როდრიგესმა "რეალის" მაისურით გამართულ 110 შეხვედრაში 75 გოლში მიიღო მონაწილეობა (36 გოლი, 39 საგოლე პასი).
* "ბარსელონასა" და "მონაკოს" შემდეგ "რეალი" მესამე გუნდია, რომელმაც სეზონში 100 გოლი გაიტანა ჩემპიონატის მატჩებში.
* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ჯიმი გრივზის რეკორდი (366 გოლი ტოპ-ლიგებში) ორით გააუმჯობესა.
* ნეიმარმა "ბარსელონას" მაისურით პირველად შეასრულა ჰეთ თრიკი სტუმრად.
* ნაჩო ფერნანდესმა (რეალი) პირველად დაარტყა საჯარიმო ლა ლიგაში და პირველივე ცდაზე გაიტანა.
* მატეო კოვაჩიჩი მეოთხე ხორვატია, ვინც "რეალის" მაისურით ლა ლიგაში 50 მატჩი ითამაშა (მოდრიჩის, შუკერისა და პროსინეჩკის შემდეგ).
ბუნდესლიგა: უხვგოლიანობა
* ამ სეზონში ყველაზე უხვგოლიანი ტური 33-ე ტური გამოდგა - 37 გოლი. * პიერ-მიშელ ლასოგამ (ჰამბურგი) ბუნდესლიგაში გოლი წელიწადზე მეტი ხნის პაუზის მერე გაიტანა.
* ამ სეზონში "ბაიერნმა" უკვე გაიტანა 8 გოლი მას მერე, რაც თამაშისთვის გამოყოფილი 90 წუთი ამოიწურა.
* დავიდ ალაბამ (ბაიერნი) ბუნდესლიგაში 8 გოლიდან 6 საჯარიმო დარტყმებით გაიტანა.
* იოშინორი მუტოს (მაინცი) გოლი "აინტრახტის" კარში მე-200 გამოდგა იაპონელი ფეხბურთელებისთვის ბუნდესლიგაში.
* "მაინცმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით - 14.
* ტაიფუნის ხელმძღვანელობით, "ლევერკუზენმა" 11 ტურში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა.
* ტიაგო ალკანტარამ (ბაიერნი) საგარეო გოლი ბუნდესლიგაში 2014 წლის თებერვლის მერე პირველად გაიტანა.
* ბრანიმირ ჰრგოტამ (აინტრახტი) თავისი 12 გოლიდან ბუნდესლიგაში 6 "მაინცის" კარში გაიტანა.
* პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბუნდესლიგაში 100 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (83 გოლი, 17 საგოლე პასი).
* გვიდო ბურგშტალერის (შალკე) 9 გოლიდან ბუნდესლიგაში 6 მატჩის პირველი გოლი იყო.
* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) უფრო მეტი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში (153), ვიდრე "გლადბახის" სასტარტო შემადგენლობამ (114) ერთად.
* "ლაიპციგს" შინ 4 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული გოლი და ერთბაშად 5 გაუშვა "ბაიერნთან" მატჩში.
* რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) 150 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში. აქამდე ეს მხოლოდ 7-მა ფეხბურთელმა მოახერხა გერმანიაში.
სერია A: აუტსაიდერი ჩემპიონის გრაფიკით
* "ატალანტამ" ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთი წააგო და 8 ტურია, დაუმარცხებელია (3 მოგება, 5 ფრე).* ანდრეა კონტის (ატალანტა) მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ევროპის ტოპ-5 ლიგაში - 8.
* რიკარდო მონტოლივომ (მილანი) ჩემპიონატში 223-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.
* რომის "ლაციოს" უკვე 72 გოლი აქვს გატანილი სეზონში, რაც ამ კლუბისთვის რეკორდულია.
* "კროტონემ" ბოლო 7 ტურში 17 ქულა აიღო. მხოლოდ ეს პერიოდი რომ ითვლებოდეს, "კროტონე" ჩემპიონი გახდებოდა.
* დანიელე დე როსიმ (რომა) ზედიზედ სამ ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.
* ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონატში 450-ე მატჩი ითამაშა.
* "ტორინომ" ამ სეზონში "ნაპოლისგან" 10 გოლი გაუშვა.
* "ნაპოლიმ" ამ სეზონში 46 გოლი გაიტანა სტუმრად, რითაც "იუვენტუსის" რეკორდი (1949/50) გაიმეორა.
* მილანის "ინტერმა" საკუთარი ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია გაიმეორა ჩემპიონატში - 8.
* "რომამ" ბოლო 9 მატჩიდან 6-ში შეძლო სულ მცირე, 3 გოლის გატანა.
ლიგა 1: სერის სეირი
* ჟან-მიშელ სერი (ნიცა) ბურთს 181-ჯერ შეეხო, რაც ლიგა 1-ის რეკორდია ბოლო 10 სეზონის განმავლობაში.* ემილიანო სალამ 12 გოლი გაიტანა, რაც "ნანტის" ფეხბურთელისთვის 2000/01 წლების სეზონის მერე საუკეთესო შედეგია.
* კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით, პსჟ-სთან მარცხი "სენტ ეტიენისთვის" უცუდესია შინ - 0:5.
* "მონაკომ" ბოლო 30 ტურში ერთი გოლი მაინც გაიტანა, რაც ამ კლუბისთვის რეკორდული სერიაა.
* "ნიცამ" 23-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა შინ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"