ვიდეორეფერი შეცდა? - სკანდალი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
ფიქრობთ, რომ ვიდეორეფერის შემოღების რევოლუციურმა გადაწყვეტილებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაგვავიწყოს ფეხბურთში მსაჯთა საორჭოფო გადაწყვეტილებები? კარგად დაფიქრდით, სანამ ამის მტკიცებას დაიწყებთ, რადგან სამხრეთკორეულ სუვონში კარგად გამოჩნდა, რომ ვიდეორეფერიც ცდება.

კორეაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში იტალიასა და ზამბიას შორის, ვიდეორეფერიმ მსაჯის მცდარი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მცდარით შეცვალა! მატჩის 43-ე წუთისთვის ზამბია 1:0-ს იგებდა, ედვარდ ჩილუფია იტალიელთა საჯარიმოში შეიჭრა.

აფრიკელი "პალერმოს" მცველ ჯუზეპე პეცელას გასცდა, გასცდა მეკარესაც და... წაიქცა. პეცელასა და ზამბიელს შორის შესაძლოა, მცირე კონტრაქტი იყო კიდევაც, მაგრამ ჩილუფიამ ამის
მერე შვიდი ნაბიჯი გადადგა, მეკარეს გასცდა და მხოლოდ მერე დავარდა თეატრალურად. რეფერიმ პენალტის ნიშნულზე მიანიშნა, ხოლო ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, რომელმაც ურჩია, პეცელა დამნაშავეაო - სასჯელს წითელი ბარათი დაამატა.

კონსულტაციები 2 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მსაჯმა რამდენჯერმე შეცვალა გადაწყვეტილება. ბოლოს კი... ზამბიის სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა და არა პენალტი, პეცელა კი გააძევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, ამ თამაშში სამართალმა პური მაინც ჭამა - 10-კაციანმა იტალიამ ორჯერ შეძლო ანგარიშის ამოქაჩვა, ბოლოს კი 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ის ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ინგლისელებს დომინიკ სოლანკის გოლმა მოაგებინა მექსიკასთან მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან უცნაური და საინტერესო მომენტია.კონტაქტი რა თქმა უნდა იყო პეცელასთან.წონასწორობა რა თქმა უნდა დაკარგა,მაგრამ თეატრალურად რატომ უნდა წაიქცე პენალტის მოთხოვნით,როცა წინ 3 მეტრში ცარიელი კარები გაქვს?...
zaza
11:00 07-06-2017
0
ალბათ მაინც შეიძლება ითქვას,რომ მაღალ სისწრაფეში წონასწორობა დააკარგვინა მცველმა და იმიტომ წაიქცა.
აბა რათ უნდა უნდოდეს მეკარიან კარში 11 მეტრიდან დარტყმა,როცა 3 მეტრში ცარიელი კარი უდგას?...
zaza
11:29 07-06-2017
0

სიახლეები პოპულარული