მე მოვრჩი! დე ბიაზი ალბანეთის მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
ჯანი დე ბიაზიმ "ტვიტერის" საშუალებით ამცნო საზოგადოებას, რომ თითქმის 6-წლიანი მუშაობის შემდეგ თავაწეული ტოვებს ალბანეთის ნაკრებს. მის ხელში შკიპერიელებმა არნახულ წარმატებებს მიაღწიეს - ალბანეთის ეროვნული გუნდი იქცა ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად და 2016 წლის ზაფხულში თვით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც კი იასპარეზა.

2018 წლის მუნდიალის მიმდინარე შესარჩევ ციკლში კი ალბანელებს არ გაუმართლათ - ჯგუფში ესპანეთსა და იტალიასთან ერთად მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ დე ბიაზის გუნდმა, სტუმრად 3:0 მოუგო ისრაელს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. 61 წლის იტალიელი
სპეციალისტი ვეღარ ხედავს მუშაობის გაგრძელების პერსპექტივას და ასპარეზს უთმობს ახალ მწვრთნელს:

"მიმაჩნია, რომ ჩემი ციკლი დასრულდა. ალბანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი სჭირდება. უკან დარჩა ემოციური და ნაყოფიერი წლები. მე უზომოდ შეყვარებული ვარ ამ ხალხზე და ამ ქვეყანაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტ წარმატებებს იმსახურებს და იმედი მაქვს, ამ წარმატებებს ახალი მწვრთნელის ხელში მიაღწევთ. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად", - წერს დე ბიაზი ემოციურ პოსტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული