ალაბამაში ჩემპიონი უაილდერი დაიჭირეს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით ჩემპიონი, ამერიკელი მოკრივე დიონტეი უაილდერი სკანდალში გაეხვა. ის ალაბამას შტატის ქალაქ ტასკალუსაში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მის კუთვნილ ავტომობილში მარიხუანა აღმოაჩინეს.

პოლიციამ მოკრივის მანქანა ტონირების წესების დარღვევისთვის გააჩერეს. დოკუმენტების შემოწმებისას, პოლიციამ მარიხუანას სუნი იგრძნო. სამართალდამცავებმა ავტომობილი გაჩხრიკეს და მასში ნარკოტიკები აღმოაჩინეს.

უაილდერი დააპატიმრეს, მაგრამ, მოგვიანებით, ათას დოლარად თავდებით გაანთავისუფლეს. აგრეთვე, სპორტსმენი სასამართლოში დაიბარეს.

მოკრივის ადვოკატმა განაცხადა, რომ მარიხუანა ეკუთვნოდა არა უაილდერს, არამედ სხვა ადამიანს, რომელიც მოკრივის მანქანით სარგებლობდა, სანამ სპორტსმენი ქალაქში არ იმყოფებოდა.

2013 წლის მაისში, უაილდერი დააპატიმრეს ქალთან კონფლიქტის გამო, რომელმაც მოკრივე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მაშინ, დიონტეის ადვოკატმა განაცხადა, რომ მოკრივეს მოეჩვენა, თითქოს მას ქურდავდნენ. ქალმა მიიღო მოკრივის ბოდიში და ინციდენტი ამოიწურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
girchis wevrebs waakitxet!!!!! mand Ro aboleben xalxs marixuanis legalizaciaze!!
Vasili
10:18 19-06-2017
0

სიახლეები პოპულარული