ყოველ საათში ვრცელდება ახალ-ახალი ამბები კრიშტიანოს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ და ერთ-ერთი ასეთი ცნობა, რომელსაც ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები გვთავაზობენ, შემდეგნაირია - "წითელი ეშმაკები" მზად არიან, მადრიდის "რეალს" 183 მილიონი გირვანქა და პლუს, 26 წლის მეკარე დავიდ დე ხეა შესთავაზონ რონალდოსა და ალვარო მორატას სანაცვლოდ.
კრიშტიანოს თავისი აგენტი ჟორჟე მენდეში მოუქოქავს, ამ ტრანსფერის ამბავი მოაგვარეო, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ჟოზე მოურინიო
ერთი სიტყვით, იმდენი ჯაჭვი და კავშირი თუ მახეა, რომ შეუძლებელია, არ აიხლართო. მაგალითად, თუ "რეალი" დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და "ოცნებების თეატრიდან" დე ხეას წამოიყვანს, მაშინ ჯანლუიჯი დონარუმა აღარ დასჭირდება და ამ შემთხვევაში, "მილანის" 18 წლის მეკარეზე სწორედ "მანჩესტერი" გადაერთვებაო… თავის მხრივ, "როსონერი" "სიტისგან" ჯო ჰარტის ყიდვას ან თხოვებას აპირებს. თანაც, 30 წლის ინგლისელი გოლკიპერი სერია A-ს უკვე მშვენივრად იცნობს, რადგან "ტორინოში" იბურთავა.
* * *
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის, ინგლისის გარდა, მსურველები იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან ჰყავს. მშვენივრად ვიცით ისიც, რომ უძღები შვილის "ევერტონში" რომანტიკულ დაბრუნებაზეც ბევრი ფიქრობს, თანაც, დიდი ხანია. თუმცა ინგლისური პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რუნის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა უნდა და 31 წლის ფეხბურთელი უპირატესობას ამ ვარიანტს მიანიჭებს, თუ უფროსობასთან და მწვრთნელთან ყველასთვის მისაღებ ვარიანტზე შეთანხმდება. თავად უეინმა აღნიშნა, რომ სათადარიგოთა სკამზე დიდი დროის გატარება მას არ სიამოვნებს, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ და საკუთარ თავზე მუშაობას ვაგრძელებო. ჟოზე მოურინიო კი უეინს ვერაფრის გარანტიას ვერ აძლევს. უთამაშებლობამ რუნის ნაკრებშიც დააკარგვინა ადგილი, გარეთ საუთგეიტმა ის განაცხადს მიღმა დატოვა და არც პერსპექტივაში ჩანს, რომ რუნი ეროვნულ გუნდში ადგილის დაბრუნებას შეძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"