პორტუგალია-ჩილე 0:0 (პენ. 0:3) - ბრავო ბრავოს! მეკარემ ჩილე ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
მშრალი სერია პენალტების სერიაში! აი, ეს შეძლო ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ, რომელმაც ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია და კოპას გამარჯვებულს კონტინენტების ჯახში ფინალის საგზური ერთპიროვნულად მოუტანა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თამაშიც მთლად 0:0-ის შესაბამისი თუ არა, დიდად გამორჩეულიც არ ყოფილა. დაიწყო პენალტების სერია და ბრავომ ორჯერ მარჯვნივ ისკუპა და ჯერ კვარეჟმას აუღო, შემდეგ კი ჟოაო მოუტინიოს, შემდეგ კი ნანის პროვოკაცია მოუწყო და ის გამოიჭირა კიდეც - მარცხნივ გადახდა და მასაც აუღო პენალტი. ვინაიდან, ჩილელები თავიანთ თერთმეტმეტრიანებს უნაკლოდ
ასრულებდნენ, საქმე არც კრიშტიანო რონალდომდე მისულა და არც მეოთხე დარტყმებამდე - ჩილე კონფედერაციათა თასის ფინალშია.

თამაშიდან უნდა გამოვყოთ 58-ე წუთზე ედუ ვარგასის ულამაზესი დარტყმული, რომელიც რუი პატრისიომ საოცარი ნახტომით მოიგერია. ზოგადად, ჩილელებს მეტი შანსი ჰქონდათ, მეორე დამატებით ტაიმში კი პორტუგალიას ნამდვილი შტურმი მოუწყვეს. მოკლედ, ევროპელებს ხან რუი პატრისიო იხსნიდა ხოლმე, ხან ძელი და ხან ხარიხა. ასე რომ, ამერიკელებმა ფინალი თამაშითაც დაიმსახურეს.

ბუნებრივია, კლაუდიო ბრავო, რომელიც ჯერ "სიტიში" წაიყვანა პეპ გვარდიოლამ, შემდეგ კი მიივიწყა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც კონფედერაციათა თასზე მეოთხე შეცვლით ისარგებლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კლაუდიო ბრავო (ჩილე): "დღევანდელი მატჩი გამორჩეული იყო. ფინალში ვართ და ძალიან ბერნიერები ვართ. არა მგონია, ნაკრები შემთხვევით გავიდა ფინალში, ეს უნდა დაიმსახურო. ძალიან ბევრი ვიშრომეთ წარმატების მისაღწევად. პორტუგალიას ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა თამაში უფრო თანაბარი იყო. ყველაფერს მიაღწევ, თუკი ძალიან მოინდომებ".

პორტუგალია-ჩილე 0:0 დ. დ. 0:0 (0:3 პენალტების სერიაში)
პენალტების სერიაში: 0:1 ვიდალი; 0:1 კვარეჟმა; 0:2 არანგისი; 0:2 ჟოაო მოუტინიო; 0:3 ა. სანჩესი; 0:3 ნანი
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სედრიკი, ჟოზე ფონტე, ბრუნო ალვეში, ელიზეუ - ბერნარდო სილვა (83. კვარეჟმა), ვილი კარვალიო, ადრიენ სილვა (102. ჟოაო მოუტინიო), ანდრე გომეში (116. მარტინში) - რონალდო, ანდრე სილვა (76. ნანი)
ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა (120. ფუენსალიდა), მედელი, ხარა, ბოსეჟური - არანგისი, მ. დიასი, პ. ერნანდესი (112. ფ. სილვა) - ე. ვარგასი (86. მ. როდრიგესი), ვიდალი, ა. სანჩესი
მაყურებელი: 40 855

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მეკარე საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს,რამე რომ იყოს?...
zaza
13:21 29-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული