დღეს დილით, ლიდერის, კლინტ დემპსის გარეშე მოთამაშე "სიეტლი" "DC იუნაიტედს" მასპინძლობდა და 50-ე წუთზე უკვე 0:3 აგებდა.
ბრაიან შმეტცერის გუნდს, მიმდინარე სეზონში, 3-ბურთიანი ჩამორჩენა უკვე აღმოფხვრილი ჰქონდა. აპრილში, "სიეტლმა" "ნიუ ინგლენდთან" 3:3 ითამაშა.
ამჯერად, "სოუნდერსმა" კიდევ უფრო იყოჩაღა - 27-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და 3 ქულა აიღო.
MLS-ში, აქამდე, 4916 თამაში იყო ჩატარებული და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა, 0:3 ჩამორჩენის მიუხედავად, თამაში