ვალერი მასლოვი: სტალინი რომ ცოცხალი იყოს, რუსეთის ნაკრებს დახვრეტდა

AutoSharing Option
ვეტერანი რუსი ფეხბურთელი და ჰოკეისტი ვალერი მასლოვი, რომელიც 1964-67 წლებში სსრკ-ის ნაკრების სამკლავურს ატარებდა, აცხადებს, რომ თუკი რუსეთის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ვერ მოხვდება, ფეხბურთელები უნდა დახვრიტონ.

"თუკი ვერ გავლენ, ყველანი უნდა დავხვრიტოთ. აბა, სტალინის დრო ყოფილიყო - აუცილებლად დახვრეტდნენ", - განაცხადა 70 წლის მასლოვმა, რომელმაც თავისი ქვეყნის გუნდის სომხეთის ნაკრებთან სტუმრად უსახური თამაშის გამო (0:0) გააკრიტიკა. ვეტერანი განსაკუთრებით ანდრეი არშავინისა და ალან ძაგოევის პასიურობამ აღაშფოთა - პირველი წუთებიდანვე "მკვდრები" იყვნენო.

რაც შეეხება ფეხბურთელთა დახვრეტის იდეას, ვეტერანს
ეს ხუმრობით უთქვამს, თუმცა იმ ხუმრობას რა ვუთხარიო... - მგონი რომ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.


მომზადებულია lenta.ru-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს კაცი ბურთიან ჰოკეისაც თანაშობდა და ფეხბურთსაც და არა მარტო ეს კაცი.
ნიანია ბაკურიანი
21:18 20-12-2019
1
ფეხბურთელი და ხოკეისტი მაგარი იყო:))))))
ilia
20:34 30-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული