აქ ჟურნალისტები მის “უჩვეულო” სამწვრთნელო ასაკს შეეხნენ, რამაც სეუ ანდრე ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო: “ვხვდები, რომ ეს უცნაური აღფრთოვანება ჩემი მუშაობით ჩემივე ასაკიდან მოდის. მოკლედ, ბევრი რამე სწორედ ამის ბრალია. კარგია, რომ კომპლიმენტებს ხშირად ვიღებ, მაგრამ, გავიმეორებ, გამარჯვებაში ფეხბურთელებს და კლუბის მაღალჩინოსნებს უმთავრესი წილი უდევთ”.
05:45 05-04-2011
ბევრი რამ ასაკის ბრალია
AutoSharing Option
ზედრამატულ შეხვედრაში “პორტუმ” ლისაბონში დაამარცხა “ბენფიკა” და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ისტორიაში 26-ე ჩემპიონობა დაიბევა. ის, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ბევრი რამე გაირკვეოდა, ჩემპიონატის დაწყებისთანავე ცხადი იყო, მაგრამ აღნიშნულ მატჩში თუ ჩემპიონის ვინაობა გაირკვეოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო. დაპირისპირების ბედი მალევე გაირკვა, ფრედი გუარინის გოლს სავიოლამ პენალტით უპასუხა, რასაც მალე ანალოგიურით უპასუხა ჰალკმა - 1:2. ამის შემდეგ მინდორზე მხოლოდ მოთამაშეთა რაოდენობა იცვლებოდა, ჯერ სტუმარი ოტამენდი გააძევეს, შემდეგ მასპინძელი ოსკარ კარდოსო. მატჩის დაწვრილებით აღწერას არ შევუდგებით, რადგან უფრო საინტერესო ის გვგონია, რა
ხდებოდა ნამატჩევს. ცოტა ბედის ირონიაც არის, რომ ერთ დღეს ჟოზე მოურინიომ თავისი ცნობილი საშინაო წაუგებელი სერია შეწყვიტა, მეორე დღეს კი მისმა ყოფილმა მოსწავლე ანდრე ვილას-ბოასმა კარიერაში პირველი სერიოზული ტიტული მოიგო. აი, რა განაცხადა ამ საღამოს მთავარმა ტრიუმფატორმა 33 წლის მწვრთნელმა: “მოხარული ვარ, რომ ასეთ ბრწყინვალე ფეხბურთელებთან მუშაობა მიხდება. გამარჯვება მთლიანად მათი დამსახურებაა. ვეცადეთ, დაგვემტკიცებინა, რომ პორტუგალიაში საუკეთესონი ვართ და ეს ნამდვილად გამოგვივიდა. ყველაფერი რაც მატჩამდე იწერებოდა, რაც ითქმებოდა ჩვენს საბრძოლო განწყობილებას ამაღლებდა. მართალია ჩემპიონები ვართ, მაგრამ სეზონი ამით არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სხვებისთვის დასამტკიცებელი რაღაცები. მაგალითად, პორტუგალიის თასის 1/2-ფინალი ჯერ კიდევ სათამაშო გვაქვს და წინ იქაც “ბენფიკა” გველოდება. თუკი დღევანდელ დონეზე ვითამაშებთ, ამ დაპირისპირებასაც მოვიგებთ”.
აქ ჟურნალისტები მის “უჩვეულო” სამწვრთნელო ასაკს შეეხნენ, რამაც სეუ ანდრე ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო: “ვხვდები, რომ ეს უცნაური აღფრთოვანება ჩემი მუშაობით ჩემივე ასაკიდან მოდის. მოკლედ, ბევრი რამე სწორედ ამის ბრალია. კარგია, რომ კომპლიმენტებს ხშირად ვიღებ, მაგრამ, გავიმეორებ, გამარჯვებაში ფეხბურთელებს და კლუბის მაღალჩინოსნებს უმთავრესი წილი უდევთ”.
აქ ჟურნალისტები მის “უჩვეულო” სამწვრთნელო ასაკს შეეხნენ, რამაც სეუ ანდრე ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო: “ვხვდები, რომ ეს უცნაური აღფრთოვანება ჩემი მუშაობით ჩემივე ასაკიდან მოდის. მოკლედ, ბევრი რამე სწორედ ამის ბრალია. კარგია, რომ კომპლიმენტებს ხშირად ვიღებ, მაგრამ, გავიმეორებ, გამარჯვებაში ფეხბურთელებს და კლუბის მაღალჩინოსნებს უმთავრესი წილი უდევთ”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული