იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, კრისტიან ვიერი თავის მეგობარ გოგონას, მელისა სატას დასცილდა. იტალიურ პრესაში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ამის მიზეზი "იუვენტუსის", "ლაციოს", "ინტერისა" და "მილანის" ყოფილი ფორვარდის ცუღლუტობაა. ამბობენ, რომ ვიერიმ მელისას მოცეკვავე სარა ტომაზისთან უღალატა, რომელსაც მანამდე ხვდებოდა.
მელისასა და ბობოს შორის ურთიერთობა 2006 წელს დაიწყო, როცა ვიერი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. მაშინ ტრავმის გამო ფეხბურთელი გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრა და სამკურნალოდ იტალიაში გაეშურა. იმ მძიმე პერიოდში მელისა გვერდიდან არ შორდებოდა ფეხბურთელს...
დღეს ვიერისა და მის მეგობარ პაოლო მალდინის
ერთობლივი ბიზნესი აქვთ. ყოფილი ფეხბურთელები რესტორნებსა და ბარებთან ერთად, ტანსაცმლის ბრენდ Sweet Years-ს ფლობენ.
.