კარლოსს "ბუგატი" აჩუქეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი საკუთარ დაბადების დღეს ძვირფასი ავტომობილის მფლობელი გახდა. მახაჩყალის საფეხბურთო კლუბის "ანჟის მფლობელმა, 45 წლის სულეიმან ქერიმოვმა თავისი კლუბის უპოპულარულეს ფეხბურთელს რობერტო კარლოსს 38-ე დაბადების დღეზე ექსკლუზიური სპორტული მანქანა Bugatti Veyron  აჩუქა.

მანქანა, რომელიც 2 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული, მფლობელს სასტუმრო "მეტროპოლთან" ელოდა, სადაც მისი დაბადების დღე მხურვალედ აღინიშნა.

სასტუმროს ერთერთ რესტორანში ზეიმის დროს სულეიმან ქერიმოვმა რობერტო კარლოსის მისამართით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა და მას პატარა ყუთით Bugatti-ს სათამაშო მოდელი გადასცა. რის შემდეგაც განაცხადა, რომ ამ სუვენირის ზუსტად ასეთივე ასლი,
მხოლოდ ნამდვილ ზომებში, ქუჩაში სასტუმროს ახლოს ელოდა.

ამ ამბით შოკირებულმა ფეხბურთელმა, მოსმენილში მაშინვე დარწმუნება ისურვა. კარლოსმა ეს ბედნირება მხოლოდ სასტურმოდან გამოსვლის და თავისი საჩუქრის დანახვის შემდეგ დაიჯერა.


მომზადებულია lifesports.ru-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ რა გააკეთა ამისთანა ანჟისთვის... ან სხვა ფეხბურთელებმა რა დააშავეს საინტერესოა.
BOOO
15 აპრილი 2011 09:49
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული