უცნობმა ქომაგმა "ბარსელონა"-"რეალის" მატჩზე 20 ათასი ფუნტი წააგო

AutoSharing Option
"ბარსელონა"-"რეალის" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში უცნობმა გულშემატკივარმა 20 ათასი ფუნტი სტერლინგი წააგო. "უიღბლოს" ფსონი მადრიდული კლუბის ფინალში გასვლაზე ჰქონია დადებული.

ფსონი ბრიტანულ საბუქმეკერო კანტორა William Hill-ში მატჩის დაწყების წინ გაკეთებულა, როდესაც კოეფიციენტი "რეალის" წარმატებაზე 17-ს შეადგენდა.
შესაბამისად, უცნობ მოთამაშეს რომ გამართლებოდა, 20 ათას ფუნტში 340 ათასს აიღებდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული