დალ ტომასონი წავიდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, “ფეიენოორდის” დანიელმა თავდამსხმელმა იონ დალ ტომასონმა სეზონის დასრულებიდან ცოტა ხანში “დე კუიპზე” საპრესკონფერენციო დარბაზში სპეციალური შეხვედრა მოიწვია, სადაც აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა.

ფეხბურთელის ამ განცხადებას ყველა ელოდა, მას ხომ ბოლო სეზონში “ფეიენოორდის” შემადგენლობაში ტრავმის გამო ერთი წუთითაც კი არ უთამაშია. ასე რომ, ტომასონისთვის პროფესიულ კარიერაში უკანასკნელი შეხვედრად მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებთან გამართული მატჩი იქცა, სადაც მან პენალტი გაიტანა და მეორე ლეგენდარულ დანიელ თავდამსხმელ პოლ ნილსენს დაეწია ნაკრებში შედეგიანობის მხრივ. მათ ანგარიშებზე 52-52
გატანილი გოლია. ამდენი შედეგიანი გასროლისთვის თავდამსხმელს 112 შეხვედრა დასჭირდა.

დალ ტომასონი როტერდამელთა რიგებში წარმატებით ასპარეზობდა 1998-2002 წლებში (იქვე ირიცხებოდა 2008-დან დღემდე). მან ფეიენოორდული კარიერის პირველ ეტაპზე ჰოლანდიის ჩემპიონის, ჰოლანდიის თასისა და უეფას თასის მოგება მოასწრო. "ფეიეს” გარდა ის დანიურ “კეგეში”, ჰოლანდიურ “ჰერენვენში”, “ნიუკასლში”, “შტუტგარტსა” და “ვილიარეალშიც” თამაშობდა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ვეტერანი თავდამსხმელი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 2002 და 2004 წლებში დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული