გერმანელმა ფეხბურთელებმა "ფლეიბოისთვის" იპოზიორეს

AutoSharing Option
ფოტო
გერმანიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ხუთმა მოთამაშემ ჟურნალ "ფლეიბოისთვის" ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

გადაღებაში, რომელიც გერმანიაში, მდინარის ნაპირზე წარიმართა, სელინა ბაგნერი, კრისტინა გესატი, იულია შიმიჩი, ანიკა დოპლერი და ივანა რუდელიჩი მონაწილეობდნენ. შესაძლოა ეს სახელები რიგით გულშემატკივრებს არაფერს გეუბნებოდეთ და ბარემ მოგახსენებთ, რომ ხუთივე ეს ფეხბურთელი გერმანიის ქალთა ნაკრების წამყვანი მოთამაშეა.

ლამაზმანი ფეხბურთელების სურათები ჟურნალის ივნისის ნომერს დაამშვენებს. როგორც ამბობენ, ჟურნალის გამოსვლასთან ერთად სააშკარაოზე სულ 13 ფოტო გამოიფინება, იქამდე კი სურათები ინტერნეტით გავრცელდა.

გერმანელმა გოგონებმა ფოტოსესია ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატს წინ წაუმძღვარეს
და ამ თამამი ნაბიჯით მის პოპულარიზაციას ხელი წააშველეს. ტურნირი გერმანიაში 26 ივნისს დაიწყება, გერმანელთა მეტოქეები კი კანადის, ნიგერიისა და საფრანგეთის ქალთა ნაკრებები იქნებიან.

იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა


მომზადებულია as.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული