გადაღებაში, რომელიც გერმანიაში, მდინარის ნაპირზე წარიმართა, სელინა ბაგნერი, კრისტინა გესატი, იულია შიმიჩი, ანიკა დოპლერი და ივანა რუდელიჩი მონაწილეობდნენ. შესაძლოა ეს სახელები რიგით გულშემატკივრებს არაფერს გეუბნებოდეთ და ბარემ მოგახსენებთ, რომ ხუთივე ეს ფეხბურთელი გერმანიის ქალთა ნაკრების წამყვანი მოთამაშეა.
ლამაზმანი ფეხბურთელების სურათები ჟურნალის ივნისის ნომერს დაამშვენებს. როგორც ამბობენ, ჟურნალის გამოსვლასთან ერთად სააშკარაოზე სულ 13 ფოტო გამოიფინება, იქამდე კი სურათები ინტერნეტით გავრცელდა.
გერმანელმა გოგონებმა ფოტოსესია ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატს წინ წაუმძღვარეს
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია as.com-ის მიხედვით