ყოველ ჯერზე სამი მილიონით მეტი

AutoSharing Option
კიევის “დინამოს” პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გულდაწყვეტილმა აღნიშნა, რომ უცხოელი მაღალი კლასის ლეგიონერები თავს იკავებენ უკრაინაში კარიერის გაგრძელებისგან. თუმცა იქვე დაამატა, რომ ესმის მათი. მონოლოგის რეჟიმში გთავაზობთ მისი პრესკონფერენციის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს:

- რამდენიმე დღის წინ მითხრეს, თქვენ 30-40 მილიონის დახარჯვას გეგმავთ ტრანსფერებში, მაგრამ ჯერ არავინ გიყიდიათო. დიახ, ჯერ არავინ გვიყიდია, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით. იური სიომინმა გასაგებად თქვა, ვიყიდით ან მაღალი კლასის ფეხბურთელებს, ან არავისაც არ შევიძენთო. ანუ ვყიდულობთ დღევანდელი დღის და არა პერსპექტივისთვის.

უკვე მზა ვარსკვლავების გადმობირება კი წარმოუდგენლად რთულია.
პირდაპირ გეტყვით, კიევის “დინამოში” გადმოსვლის პერსპექტივას ისინი დიდი ენთუზიაზმის გარეშე ეკიდებიან. ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალშიც ვეცდებით ისეთი ფეხბურთელების მონახვას, რომელთაც შეეძლებათ ხვალვე მოუტანონ სარგებელი გუნდს.

აუცილებლად გვჭირდება შუა ხაზის ფეხბურთელი, რომელიც ოგნენ ვუკოევიჩს სამუშაოს შეუმსუბუქებს. შეუძლებელია მან მთელი სეზონი შესვენების გარეშე მარტომ ჩაატაროს. გუნდს მისი სრულფასოვანი დუბლიორი სჭირდება. გვჭირდება ასევე მაღალი კლასის თავდამსხმელი. კარაჩოლო? ჩვენ “ბრეშასთან” უკვე ყველაფერზე მოლაპარაკებულები ვიყავით, ფეხბურთელთან შეთანხმებული გვქონდა ასევე პირადი კონტრაქტიც. ის ჩამოვიდა კიევში, ნახა ბაზა, დაათვალიერა კიევი და გაფრინდა სამშობლოში. იქიდან შემოგვითვალა, ბოდიში, ნოემბერში ჩემმა ცოლმა უნდა იმშობიაროს და მირჩევნია საკუთარი თავი ოჯახს მივუძღვნაო.

ვიფიქრეთ, რომ ღირდა მასთან კიდევ ერთხელ დალაპარაკება, მაგრამ სიომინმა გამოგვიცხადა, რომ რაკი არ მოინდომა, ასეთი ფეხბურთელი არ მჭირდებაო. ვეთანხმები, “დინამოში” ისეთი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ, რომლებსაც ეს მთელი სულითა და გულით ენდომებათ.

“ბენფიკას” კარდოსოზე რამდენჯერმე შევთავაზეთ ჩვენი პირობები. იცით, როგორ იქცეოდნენ ლისაბონელები? ყოველ ახალ წინადადებაზე შემხვედრი წინადადებით გვპასუხობდნენ და აუცილებლად სამი მილიონით იმაზე მეტს ითხოვდნენ, ვიდრე ჩვენ ვთავაზობდით. რა ხდება? უბრალოდ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ, თავად ფეხბურთელსაც არ უნდა ჩვენთან და კლუბი ფულს მხოლოდ იმიტომ ზრდის, რომ იქნება შვცდეთ და დავთანხმდეთ. თუ გახსოვთ, შარშან კარდოსოს ყიდვას “შახტარიც” ცდილობდა, გუნდი, რომელსაც ჩვენზე ბევრად მეტის დახარჯვის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლოს მათაც უარი თქვეს ამ თავდამსხმელზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული