შვებულებაში გასვლის წინ ლენონს „პარკჰედის“ ბინადართან ნახევარწლიანი კოტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ხელფასსაც გაცილებით ნაკლებს იღებდა ვიდრე მისი წინამორბედი მწვრთნელები. ახალი პირობები მას, რასაკვირველია, დააკმაყოფილებს. ლენონის ხელმძღვანელობით „სელტიკმა“ შოტლანდიის თასი მოიპვა, ჩემპიონობა კი, ვაგლახ, „რეინჯერსს“ გაატანა, თუმცა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ ნილ ლენონი ძლიერი პიროვნებაა.
ლენონი ამ კვირაში 40 წლისა ხდება და სავარაუდოდ, დღეობას ახალი კონტრაქტით შეხვდება.
„სელტიკის“ ფეხბურთელები“ ლენოქსთაუნის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათს ბრუნდებიან. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ლენონი ახალი ფეხბურთელების ყიდვასაც შეუდგება. ცნობილია, რომ ის ინგლისური „რედინგიდან“ 24 წლის ირლანდიელი თავდამსხმელის, შეინ ლონგის შეძენას აპირებდა, მაგრამ ჩემპიონშიპის გუნდმა ლონგი 7 მილიონ ფუნტად დააფასა და ამიტომ ლენონმა, შესაძლოა, ფეთაჰ თიქვას „მაკაბის“ მიმართოს - ისრაელის გუნდში 22 წლის ომერ დამარი თამაშობს, რომლის შეძენაც 3 მილიონად არის შესაძლებელი. მეტიც, „სელტიკი“ იმედოვნებს, რომ „მაკაბის“ ხელმძღვანელობას დაელაპარაკება და ფასს დაახლოებით 2 მილიონამდე დააკლებინებს.
არის ლაპარაკი კენიელ ფეხბურთელზე, 19 წლის ნახევარმცველ ვიქტორ ვანიამაზე, რომელიც ამჟამად ბელგიის „ჟერმინალში“ თამაშობს. ვანიამას ყიდვა ლიეჟის „სტანდარდსაც“ უნდა, მაგრამ თუ „სელტიკი“ შეატყობს, რომ საკუთარ ფეხბურთელს, 23 წლის ებრაელ ბერამ კაიალს კონტრაქტს ვეღარ უხანგრძლივებს, ლიეჟელებს დიდ კონკურენციას გაუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"