ხურციძის დუბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხური "ალაშკერტი" უელსის ჩემპიონ "ქონასს" ესტუმრა და ფრედ, 2:2 ითამაშა. სომხეთის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში დავით ხურციძემ დუბლი შეასრულა.

28 წლის ნახევარმცველს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა - ბრიტანული პრესა მეორე გოლს განსაკუთრებით აქებს და "სარაკეტო გასროლას" უწოდებს. "ალაშკერტი" აგებდა, მაგრამ ხურციძის გოლებით პირველივე ტაიმში დაწინაურდა.

დავით ხურციძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას სხვადასხვა დროს ორჯერ იცავდა, გუნდის შემადგენლობაში სულ 3 შეხვედრა გამართა და 2 გოლიც გაიტანა. მას ასევე "ულისეს", "არმავირისა" და  "ამკარის" ღირსება დაუცავს. ხურციძემ სომხეთის
ჩემპიონატის გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

"ქონასისა" და "ალაშკერტის" მომდევნო მატჩი ერთ კვირაში შედგება, წყვილში გამარჯვებული კი მოლდოვურ "შერიფს" დაუპირისპირდება.


altცხადაძე: ბაქოში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია

altმეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული