3:0-ის შემდეგ 3:3 და ბალოტელის დუბლი - საოცარი მატჩი თურქეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლიდერი "ბეშიქთაში" მე-6 ადგილზე მყოფ "ადანასპორს" დაუპირისპირდა, 3:0 დაწინაურდა და იოლ გამარჯვებასაც უახლოვდებოდა, მაგრამ საქმეში მარიო ბალოტელი ჩაერთო და შეხვედრა 3:3 დასრულდა.

"სუპერ მარიომ" 79-ე წუთზე მოწინააღმდეგის კიპერი დააბნია და შუაში გაუტანა (2:3), მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე კი ასომბალონგამ ბალოტელის პასის შემდეგ დაარტყა - მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს, იტალიელმა კი ბადეში მაინც გაახვია და საბოლოოდ, დუბლი მას ჩაეწერა (3:3).

გოლის აღნიშვნისას, მარიო მეტოქის მთავარ მწვრთნელ სერგერ იალჩინს გამოეხმაურა, რომელმაც წარსულში მას "უტვინო" უწოდა.

Sportall.Ge

31
წლის ბალლოტელიმ მეტოქის კარი გასულ ტურშიც აიღო. მას ყველაზე წარმატებული სეზონი "ნიცაში" ჰქონდა, სადაც 18 გოლი გაიტანა, სულ კი ფრანგული გუნდის მაისურით 33 შედეგიანი დარტყმის ავტორია.

რთული ხასიათის მქონე შემტევს "ინტერში" ( 17 გოლი), "მანჩესტერ სიტიში" ( 20), "მილანში" (29), "ლივერპულში" (1), "მარსელში" (8), "ბრეშასა" ( 5) და "მონცაში" (6) უთამაშია, იტალიის ნაკრების მეტოქეთა კარი კი 14-ჯერ აიღო.

ამ შეხვედრაში "ბეშიქთაშის" რიგებში მირალენ პიანიჩმა საგოლე პასი ჩაიწერა, მიში ბაჩუაიმ კი უკანასკნელ წუთებზე ხელსაყრელი შანსი გაანიავა.

altმარიო ბალოტელი თურქული გუნდის ფეხბურთელი გახდა

alt"ბარსელონამ" პიანიჩის ტრანსფერი მომგებიანად გაჩარხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული