გოლების დედოფალი ლოთი ყოფილა

AutoSharing Option
ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო გუნდმა, ინგლისის ნაკრებმა ასპარეზობა გუშინ, მექსიკასთან მატჩით დაიწყო, მანამდე კი, გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ კელი სმიტმა, რომელსაც „გოლების დედოფალს“ ეძახიან, ისეთი რამ აღიარა, რასაც, ჭორად გაგონილს, არავინ დაიჯერებდა.

„ბოსტონ ბრიკერსის“ 32 წლის ფეხბურთელმა ქალმა, რომელიც პოზიციით თავდამსხმელია, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში კი 104 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი, განაცხადა, რომ ადრე ალკოჰოლიკი იყო.

„სმა კოლეჯში დავიწყე, მაგრამ ამას პრობლემად არ აღვიქვამდი მანამ, სანამ ფეხი არ მომტყდა, ეს კი 2004 წელს მოხდა, - აცხადებს ინგლისის
ქალთა ნაკრების მე-10 ნომერი გაზეთ „ინდეპენდენტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - ვსვამდი უზომოდ, რადგან ბევრი პრობლემა მქონდა და სტრესისგან თავის დაღწევა, ყველაფერის დავიწყება მინდოდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ბევრი ალკოჰოლი ადამიანს დეპრესიულს ხდის, მე კი ჩემი უმძიმესი ტრავმის გამო საკმაოდ ღრმა დეპრესიაში ვიყავი. ვსვამდი ყოველდღე და თანაც ძალიან ბევრს – მანამ, სანამ გონს არ დავკარგავდი. უმეტესად ვსვამდი არაყს და თანაც მარტო.“

საბედნიეროდ, კელი სმიტი დღეს ალკოჰოლზე დამოკიდებული აღარ არის, თუმცა კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავის თავს ალკოჰოლიკად, ასე პასუხობს: „არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. მართალია, დღეს ყოველდღე აღარ ვსვამ, მაგრამ მაინც.“

კელი სმიტი ინგლისის გულშემატკივრებს პირდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ალკოჰოლს ახლოს არ გაეკარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული