გოგოებო, გავცვალოთ მაისურები!

AutoSharing Option
ცხადია, ქალების მუნდიალმა გერმანიაში არ გამოიწვია ისეთი ეიფორია, როგორიც 2006 წელს კაცების მსოფლიოს ჩემპიონატმა თავისთავად შექმნა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, გერმანიაში მინდინარე, ბევრისთვის უინტერესო ტურნირი სულ მალე ნამდვილ საფეხბურთო ზეიმად გადაიქცევა.

მარტო ის ფაქტი, რომ გერმანიის ნაკრების პირველ მატჩს ბერლინში 73 000 მაყურებელი დაესწრო, უკვე მიუთითებს ამაზე, მაგრამ არც სხვა ქალაქებში იყო ნაკლები პუბლიკა.

სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებთან, ყველასათვის მოულოდნელად, საკმაოდ ბევრმა ფანმა მოიყარა თავი. ყველაზე დიდი დასწრება ამ მხრივ მიონხენგლადბახში იყო, სადაც კაპუცინერპლატცზე გერმანისა და კანადის ნაკრები გუნდების
მატჩის საყურებლად დაახლოებით 3 000 ქომაგი შეიკრიბა და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ შორის უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ. ორმა ყველაზე აქტიურმა ქომაგმა კი წელს ზემოთ გაიხადეს და გერმანიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელებს მოუწოდებდნენ, გოგოებო, მაისურები გავცვალოთო.

სილვია ნაიდის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ივლისს სწორედ მიონხენგლადბახში ჩაატარებს და ფაქტია, რომ საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფერო ამ ქალაქშიც გარანტირებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული