თუ ის „პარკჰედზე“ გადავა, ამ ზაფხილს ნილ ლენონის პირველი შენაძენი გახდება. აღსანიშნავია, რომ კენიელს „ჟერმინალში“ ყოფნის ერთი წელიწადიღა დარჩა, ასე რომ ანტვერპენის გუნდისთვის მისი ახლავე გაყიდვა გახლავთ უპრიანი.
არ იფიქროთ, რომ ვიქტორ ვანიამა მხოლოდ „სელტიკმა“ შეამჩნია. მისი ყიდვა უნდოდათ „რეინჯერსს“, „ასტონ ვილას“, „გენკს“ და „სტანდარდსაც“, თუმცა ჩამშლელი ნახევარმცველი ამბობს, რომ
ფეხბურთელი, რომელიც სტილით ძალიან ჰგავს „ჩელსის“ განელ ნახევარმცველ მიკაელ ესიენს, ამბობს: „უკიდურესად გახარებული ვარ. „სელტიკი“ ლეგენდარული გუნდია და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ მის ფორმას. „ჟერმინალში“ დიდებული დრო გავატარე, მაგრამ, დროა ახალი ცხოვრება დავიწყო და ეს „პარკჰედზე“ მოხდება“.
ვიქტორ ვანიამა „ინტერის“ 24 წლის მოთამაშის, მაკდონალდ მარიგა ვანიამას უმცროსი ძმა გახლავთ. მას კენიის ნაკრების მაისური პირველად 15 წლისას ანდეს. ეს ნიგერიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა. ზემოთ ვახსენეთ, რომ „სელტიკის“ თავკაც ლენონს ამ ზაფხულს ჯერ ფეხბურთელი არ უყიდია, მაგრამ გუნდში ორი ახალი მოთამაშე მაინც ჰყავს. ეს როგორ მოხდა? „კარდიფ სიტის“ მარჯვენა მცველ ადამ მეტიუზთან და „ნოტინგემ ფორესტის“ უკანახაზელ კევინ უილსონთან მან ჯერ კიდევ იანვარში გააფორმა წინასწარი კონტრაქტები.
„სელტიკიდან“ მიდიან კიდეც, ოღონდ... თუ მოახერხეს. მოკლედ, „პარკჰედის“ დატოვება ჩრდილოირლანდიელ ნილ მაკგინს სურს. 23 წლის ფეხბურთელს ძალიან ეწყინა, როდესაც შეიტყო, რომ ლენონმა ავსტრალიაში, სეზონისწინა შეკრებაზე წასაყვანთა სიაში არ ჩაწერა. მაკგინმა „ტვიტერზე“ ჯერ დაწერა, რომ საშინლად გაბრაზებულია, შემდეგ კი დაამატა, მომავალშო მეტი მუშაობა მომიწევსო. სწორადაც მოიქცევა, მისი შეძენით ხომ არავინ არის დაინტერესებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"