დე ზეუვი წავიდა

AutoSharing Option
ზუსტად გუშინ გაცნობებდით, რომ აიაქსელი დემი დე ზეუვი ადვილი შესაძლებელი იყო, რომ მოსკოვის “სპარტაკში” გადასულიყო. მისი აგენტი მოგვიწოდებდა, ჰოლანდიური პრესისთვის არ დაგვეჯერებინა. "დე ტელეგრააფი” ხომ საქმეს უკვე გაჩარხულად მიიჩნევდა.

აი, გუშინ კი დე ზეუვმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ “სპარტაკთან” 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაღა აკლდა.

ნახევარმცველმა “აიაქსს” 2009 წელს “ალკმაარიდან” მიაშურა და მას მერე პრაქტიკულად არც დაუსვენია. წარმოიდგინეთ, ორი წლის განმავლობაში მან თეთრწითელი მაისურით 102 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ სულ ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე
27 შეხვედრაა.

ამასობაში კი “აიაქსმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამსტერდამში ფრანკ დე ბურისა და დენის ბერგკამპის გუნდის პირველ ვარჯიშს 2,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ვარჯიში ზედაპირული იყო და სულ რაღაც 75 წუთს გაგრძელდა. ფეხბურთელებმა ტრიბუნებზე შეფენილი ფანებისგან აპლოდისმენტები და საჩემპიონო სიმღერები დაიმსახურეს.

სწორედ პირველი ვარჯიშის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც დე ბურმა ვრცლად ილაპარაკა გუნდის შესახებ: “მინდა, რომ მაარტენ სტეკელენბურგი, გრეგორი ვან დერ ვილი და იან ვერტონგენი მომდევნო სეზონშიც მყავდეს. ჯერჯერობით, არც ერთ ამ ფეხბურთელზე “აიაქსს” კონკრეტული წინადადება არ მიუღია. უნდა გითხრათ, რომ დასანანი იქნება, თუკი მათ შეძენას ვინმე ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ მოინდომებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ მათი შემცვლელების მოძებნა გაგვიჭირდება. იმედია, ეს სამეული ჩვენთან დარჩება და გუნდს წარმატებებში დაეხმარება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული