- ანდრეი, კიდევ რამდენს ხანს აპირებთ ფეხბურთის თამაშს?
- ჯერ ყველაფერი რიგზეა. თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ და მაქვს მოტივაციაც. მოვა დღე, როცა ამის გაკეთება მომიწევს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ. წინა სეზონში ცოტა გოლი არ გამიტანია.
- მეორე წელია ზედიზედ, “დინამო” “შახტარის” შემდეგ მეორე ამთავრებს ჩემპიონატს...
- არც ისე გულდასაწყვეტია, ჩვენ ხომ კარგი სეზონი გვქონდა. უბრალოდ, “შახტარი” ბევრად
- რას ფიქრობთ ფეხბურთის ბოლო ტენდენციებზე? მაგალითად იმაზე, რომ საუკეთესოები მხოლოდ ფიზიკურად პატარა ფეხბურთელები ხდებიან.
- სპორტი იცვლება. ფეხბურთში ახლა უმთავრესია, რამდენად სწრაფად შეგიძლია ბურთის კონტროლი და თამაშის წაკითხვა. ეს ორივე ელემენტი დახვეწილ ტექნიკას მოითხოვს. ამ მხრივ “ბარსელონაში” საქმე ფანტასტიკურად აქვთ. იმას, რომ პატარები არიან, კომპენსაციას ბურთის სწრაფად გათამაშებით უკეთებენ.
- ლობანოვსკისაც სწორედ ასეთი ფილოსოფია ჰქონდა. სიჩქარე და გუნდურობა ფეხბურთის მთავარ ძალად მიაჩნდა.
- მართალი ხართ, მაგრამ სიჩქარე არ ნიშნავს მხოლოდ სწრაფ სირბილს. მთავარია, ფეხბურთე¬ლ¬ე¬ბმა სიტუაციის ანალიზი მაქსიმალურად სწრაფად გააკეთონ. ასევე მნიშვნელო¬ვა¬ნ¬ია, რომ გუ¬ნ¬დს სწრაფად შეეძლოს დაცვიდან შეტევაში გადასვლას და პირიქით. მნიშვნელოვანია გუნდურად მუშაობა, თუმცა თუ გუნდს უნდა, რომ უმაღლეს მწვერვალებს შესწვდეს, ამისთვის შემადგენლობაში ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო უნდა ჰყავდეს. ასეთი მოთამაშეები გუნდური სტრატეგიით უნდა მოქმედებდნენ, მაგრამ მზად უნდა იყვნენ, რომ მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვიტონ.
- მოგვიყევით თქვენი აღმავლობისა და დაცემის ამბები.
- არ ვფიქრობ, რომ კარიერა მხოლოდ აღმავალი და დაღმავალი მომენტებისგან შეიძლება შედგებოდეს. მე ოთხჯერ ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩებში, მაგრამ ჯერ გერმანიასთან დავმარცხდი, შემდეგ საბერძნეთთან. ოცნება მაინც ავისრულე, 2006 წელს ჩემი ქვეყნის ღირსება ამ ტურნირზე მაინც დავიცავი. მაშინ იტალიამ 1/4-ფინალში გამოგვაგდო. ნებისმიერმა წაგებამ შეიძლება გაგაძლიეროს, თუკი დასკვნის გამოტანას შეძლებ.
- თქვენი აზრით, თამაშის სტილით ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელი გგავთ?
- ამ წუთას მსოფლიოში ბევრი ტოპკლასის თავდამსხმელია და ყველას დახასიათება ინდივიდუალურად შეიძლება. პირადად არავისთვის მიბაძვა არ მიცდია. თავდამსხმელი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, ეს უეინ რუნია. ის არასოდეს ჩერდება. გუნდისთვის ბევრს მუშაობს და გადამწყვეტი გოლები გააქვს.
- თქვენ უკრაინის ნაკრების ვეტერანი ხართ. უკვე 101 მატჩი ჩაატარეთ, 3-ით ნაკლები, ვიდრე ტიმოშჩუკმა. რომელი თქვენგანი მოახერხებს უფრო მეტი მატჩის ჩატარებას ეროვნულ გუნდში?
- ჩვენ ორივემ მივაღწიეთ 100-მატჩიან ნიშნულს, რაც აქამდე უკრაინაში არასოდეს მომხდარა. ძალიან ბევრი შანსი მქონდა, რომ მას დავწეოდი, მაგრამ... კიდევ გავიმეორებ: მე შემიძლია ნაკრებში კიდევ ვითამაშო.
- ევრო 2012-ზე უკრაინის ნაკრების მიზანი რა იქნება?
- ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის ფავორიტებს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. უკრაინული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, როგორ საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. მას შემდეგ რაც ჩემპიონატის ჩვენთან ჩატარება გადაწყდა, კლუბები სულ უფრო მეტ ფულს დებენ ინფრასტრუქტურაში. ამან ქვეყანაში განვითარების რეალური საფუძველი შექმნა, თანაც მხოლოდ საფეხბურთო კუთხით არა. ბედი თუ გაგვიღიმებს, ჩვენ ჩემპიონატის მოგებაზე ფიქრიც შეგვეძლება. ვეტერანები ნიჭიერ ახალგაზრდობას მხარში უნდა დავუდგეთ და განვითარებაში ხელი შევუწყოთ.
- დაასახელეთ უკრაინის ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელები.
- ტარას სტეპანენკო “შახტარიდან”, ევგენი კონოპლიაკა “დნიპროდან”, ჩემი თანაგუნდელი ანდრეი იარმოლენკო უკრაინული ფეხბურთის მომავალს წარმოადგენენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმედებს გაამართელებენ.
- თქვენ თქვენი შვილების დაბადება გოლებით აღნიშნეთ. ჟორდანი როცა დაიბადა, “მილანი”-“სამპდორიის” შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანეთ, კრისტიანის დროს კი “ჩელსიში” იყავით და “უოტფორდს” შეუგდეთ. მესამე შვილს ხომ არ გეგმავთ, თანაც ზუსტად ევრო 2012-ისთვის?
- არა, მაგრამ კარგი იდეაა (იცინის).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"