ვენესუელა: ვეგა, ვისკარონდო, პეროსო, როსალესი, კიჩერო, არანხო, ლუსენა, გონსალესი (64. მესა), არანხო, მიკუ (74. რონდონი), მალდონადო (80. დი გიორგი).
ეკვადორი: ელისაგა, რეასკო, არაუხო, ერასო, აიოვი, კასტილიო (75. კუიროსი), ნობოა, აროიო (71. მონტანო), მენდესი, ბენიტესი, კაისედო.
გოლი: 1:0 გონსალესი (61)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სესარ ედუარდო გონსალესი (ვენესუელა)
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთადერთი გოლის ავტორი სესარ ედუარდო გონსალესი დაასახელეს. „კოპა ამერიკის“ ოფიციალური საიტის მომხმარებელთა 23,7 პროცენტმა სხვებს მექსიკური „სან ლუისის“ ყოფილი (ახლა არგენტინულ „ხიმნასია ლა პლატაში“ გადავიდა), 28 წლის ნახევარმცველი დაასახელა.
ვენესუელას ანგარიშის გახსნა გაცილებით ადრე შეეძლო. ესპანურ „ხეტაფეში“ მოთამაშე ნიკოლას ფედორმა რომელსაც მიკუდ იცნობენ, ხელსაყრელი მდგომარეობიდან წესიერად ვერ დაუმიზნა ეკვადორელთა კარს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მეტოქემ ჯერ ტომას რინკონის დარტყმული მოიგერია.
შემდეგ ხუან არანხოს შეეძლო გოლის შეგდება... მოკლედ, სესარ ფარიასის ბიჭები მოწინააღმდეგეს ავიწროვებდნენ და ერთ ეპიზოდში ოსვალდო ვისკარონდოსაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთისთვის თავის უკეთ დარტყმა ჰმართებდა.
შესვენების წინ ეკვადორელთაგან კრისტიან ბენიტესმა მოახერხა „ვინოტინტოს“ კართან ხიფათის შექმნა, მაგრამ, ეს მაინც ეპიზოდი იყო, ზოგადი სურათი კი ვენესუელელთა სასარგებლო გახლდათ. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეკვადორს კოჭის ტკივილის გამო ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25 წლის გარემარბი ანტონიო ვალენსია აკლდა.
გონსალესის გოლის შემდეგ, რომლის შესახებაც უკვე გელაპარაკეთ, ისევ მიკუს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ნორბერტო არაუხომ არ გაატანინა. ეკვადორელებს კი გათანაბრების საშუალება მეკარე რენი ვეგამ არ მისცა.
ჯგუფი B
თ მ ფ წ ბ ქ
1. ვენესუელა 2 1 1 0 1-0 4
2. პარაგვაი 2 0 2 0 2-2 2
3. ბრაზილია 2 0 2 0 2-2 2
4. ეკვადორი 2 0 1 1 0-1 1
მომდევნო ტური
13 ივლისი
პარაგვაი-ვენესუელა
ბრაზილია-ეკვადორი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"