დედე სკიბესთან

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილი კაპიტანი დედე კარიერას თურქეთში, კერძოდ კი „ესქიშეჰირსპორში“ გააგრძელებს. 33 წლის მარცხენა მცველმა ამ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საინტერესოა ის, რომ „ესქიშეჰირის“ მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ გერმანელი მიხაელ სკიბე დაინიშნა – სპეციალისტი, რომელიც ბრაზილიელს დორტმუნდის „ბორუსიაში“ ავარჯიშებდა.

„მიხაელმა რომ დამირეკა და „ესქიშეჰირში“ გადასვლა შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწვრთნელია. სკიბემ პარასკევს დამირეკა, შაბათს კი მასთან ჩავედი. მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა: კონტრაქტი გავაფორმე და ორშაბათის შემდეგ „ესქიშეჰირში“ ვვარჯიშობ,“ - უთხრა დედემ
„ბილდს“.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილ ბრაზილიელს დორტმუნდის „ბორუსიაში“ ახალი კონტრაქტი აღარ გაუფორმეს. დედე „ბორუსიას“ 13 წლის მანძილზე ემსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული