კლინსმანი: განვითარება დიდი ნაბიჯებით

AutoSharing Option
იურგენ კლინსმანი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებს უკვე წარუდგინა მთავარი მწვრთნელის რანგში. სახელოვანმა გერმანელმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ ის ამერიკის ნაკრების სრულიად ახალ დონეზე ასაყვანად ძალებს არ დაიშურებს.

"ჩემი მიზანია, ვიაროთ წინ დიდ ნაბიჯებით. მინდა ნაკრების ყველა წევრს დავეხმარო, რომ სულ სხვა დონეზე ათამაშდნენ. რამდენიმე თვე დამჭირდება იმისთვის, რომ ნაკრების კანდიდატების თამაში გავაანალიზო და მივხვდე, ვინ და რამდენად შეეფერება ჩვენს გუნდს.

პროგრესი, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ფეხბურთმა განიცადა, არ შეჩერდება," - დასძინა კლინსმანმა, სპეციალისტმა, რომლის სამწვრთნელო კვალიფიკაცია "ბაიერნში" მუშაობის
რამდენიმეთვიანი სტაჟის შემდეგ მის სამშობლოში სერიოზულ ეჭვს იწვევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული