უკანასკნელი ასეთი გახმაურებული შემთხვევა წელს აპრილში მოხდა, როცა "სპორტინგის" პრეზიდენტ ლუიშ გოდინიო ლოპეშის ჯიპს მავანნი თავს დაესხნენ. ის კლუბის მორიგი გამარჯვების შემდეგ "სპორტინგის" ავტობუსს უკან მიჰყვებოდა. ის იყო, მანქანა ხიდის ქვეშ უნდა შემძვრალიყო, რომ ზემოდან ნასროლი ქვებით სავსე დიდი ჩანთები დაეცა.
ამ შემთხვევას საბედნიეროდ მხოლოდ მანქანა შეეწირა. პოლიციამ საქმის გამოძიებას თავი ვერ მოაბა - ავის მქმნელები ვერ გამოავლინა. და აი, ახალი სკანდალი: "ა ბოლას" ინფორმაციით, ფიფას არბიტრი პედრო პროენშა სასტიკად გალახეს. ინციდენტს
ამ შემთხვევამ საფეხბურთო საზოგადოება აღაშფოთა. "პორტუმ" სპეციალური განცხადება ამ შემთხვევიდან ორიოდე საათში გააკეთა, სადაც წერია: "ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა ძალადობას. შეუძლებელია ასეთი ტიპის ქმედებების მოტივაციის ახსნა.
თამამად უნდა ითქვას, რომ ამის გამკეთებელი ფეხბურთის გულშემატკივარი კი არა ხულიგანია. საფეხბურთო კლუბი "პორტუ", მისი გულშემატკივრები გმობენ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინონ ამის ჩამდენი და მას კანონის მთელი სიმკაცრით აგებინონ პასუხი. სეუ პროენშას კი მაქსიმალურად სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ".
შემთხვევას გამოეხმაურა ვეტერანი ფეხბურთელო ჟოაუ პინტუც: "ადამიანებმა უნდა იცოდნენ რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა. ეს არის სახელმწიფო და მას აქვს თავისი კანონები. ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ სხვა ადამიანებს და არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრებაშიც.
ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, პირადად ჩემთვის ეს შოკი იყო". ჟოაუ პინტუს განცხადების შემდეგ შეუძლებელია არ გავიხსენოთ, რომ ევრო 96-ის შემდეგ, სადაც ის პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მას ლამის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუხდა ნაკრების მაშინდელ მთავარ მწვრთნელ უმბერტუ კოელიუსთან და ამის მიზეზი ნაკრებში მისი არგამოძახება იყო.
პოლიციის პრესამსახურის განცხადებით, მართალია ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა გამოძიება მას მალე მიაგნებს, რადგან უსაფრთხოების კამერებმა პიროვნება რამდენჯერმე დააფიქსირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"