აბრამოვიჩი ჰოლანდიას გადაწვდა

AutoSharing Option
ერთ-ერთი ესტონური გაზეთის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ჰოლანდიური "ნეიმეგენის" ყიდვა გადაუწყვეტია.

რუს ოლიგარქსა და "ნეიმეგენს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობას ყოფილი საფეხბურთო აგენტი და დღესდღეობით ესტონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი აივარ პოჰლაკი გასწევს. მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა გარიგებას ოფიციალური წერტილი სექტემბრის შუარიცხვებში დაესმება.
აქვე მოგახსენებთ, რომ "ნეიმეგენი" ჰოლანდიის ერთ-ერთი უძველესი კლუბია, თუმცა შიდა სარბიელზე აბსოლუტურად უტიტულოა – არც ჩემპიონი ყოფილა და არც ქვეყნის თასი მოუგია, თუმცა ამ უკანასკნელი ტურნირის ფინალში 4-ჯერ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული