რუს ოლიგარქსა და "ნეიმეგენს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობას ყოფილი საფეხბურთო აგენტი და დღესდღეობით ესტონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი აივარ პოჰლაკი გასწევს. მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა გარიგებას ოფიციალური წერტილი სექტემბრის შუარიცხვებში დაესმება.
აქვე მოგახსენებთ, რომ "ნეიმეგენი" ჰოლანდიის ერთ-ერთი უძველესი კლუბია, თუმცა შიდა სარბიელზე აბსოლუტურად უტიტულოა – არც ჩემპიონი ყოფილა და არც ქვეყნის თასი მოუგია, თუმცა ამ უკანასკნელი ტურნირის ფინალში 4-ჯერ უთამაშია.