მათეუსი ბულგარეთთან კონტრაქტს აგრძელებს

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ბულგარეთის ფეხბურეთის ფედერაციასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 2013 წლამდე უხელმძღვანელებს.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა განაცხადა, რომ 50 წლის ლოთარს ყველაფერზე შეუთანხმდა, ახლა კი კონტრაქტს ამზადებს, რომელსაც მათეუსი ხელს ამ დღეებში მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ლოთარმა ბულგარეთის ნაკრები 2010 წლის სექტემბერში ჩაიბარა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბულგარეთი G ჯგუფში ასპარეზობს და ახლა მეოთხე ადგილზეა. ლოთარის გუნდი ინგლისსა და მონტენეგროს, რომლებიც პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ, ექვსი ქულით ჩამორჩება.

თამამად შეიძლება ითქვას,
რომ ბულგარელებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრაქტიკული შანსი აღარ აქვთ. როგორც ხედავთ, მიუხედავად ამისა, ბულგარელები მათეუსს ახალ კონტრაქტს უფორმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული