შევას ნიღაბი და შვებულება

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში “არსენალის” წინააღმდეგ შეხვედრაში ანდრეი შევენკოს საულიუს მიკოლიუნასის ხელი ყბაში ისეთი ძალით მოხვდა, ვეტერანი ნოკდაუნში ჩავარდა. ექიმებმა მას სახე გაუყინეს და თამაშის ნება მისცეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ტკივილი აუტანელი გახდა.

იური სიომინმა ის მინდვრიდან გაიყვანა. მას მერე, რაც გაირკვა, რომ ფეხბურთელს ძვალი აქვს ჩამტვრეული, კლუბის ხელმძღვანელობამ ვარსკვლავი ჩარტერული რეისით მილანს აფრინა, რათა გამოკვლევა საუკეთესო სპეციალისტებთან გაევლო. კონსილიუმში მონაწილეობდნენ “მილანისა” და “დინამოს” ექიმები, ასევე ავტორიტეტული იტალიელი ექიმი-ორთოდონტი და ინგლისელი ნეიროქირურგი.

საბოლოოდ გამოირიცხა ტვინის შერყევა და ოპერაციის საჭიროება, მაგრამ
დადგინდა, რომ ფეხბურთელს უახლოესი 10 დღის განმავლობაში სპეციალური ნიღბით მოუწევს სიარული, ამის შემდეგაც 20-21 დღე კი ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვა აკრძალული ექნება.

კიეველთა წამყვანმა ნახევარმცველმა ოლეგ გუსევმა ბოლო ვარჯიშებზე მუხლის ტრავმა მიიღო და გუნდს გარკვეული დროით ჩამოშორდა. ვარაუდობენ, რომ ვარჯიშს ის ყველაზე ადრე 7-10 დღეში დაიწყებს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ბოლოს კი ერთ დადებით ინფორმაციასაც მოგაწვდით: მცველმა ტარას მიხაილიკმა ტრავმა მოიშუშა და უახლოეს დღეებში საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. მას 26 აგვისტოს ევროპის ლიგის პლეი ოფში ბულგარულ “ლიტექსთან” ასპარეზობა უკვე შეეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული