კინში ლოს ანჯელესის გუნდმა ლონდონელებს 3,5 მილიონი ფუნტი ანუ 5,7 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ უცხო კონტინენტზე პირველი გოლი კინმა ნაცნობი დევიდ ბექჰემის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებული პასით გაიტანა. მატჩის შემდეგ, ბედნიერმა ირლანდიელმა თქვა:
„ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი. საოცრად გამიმართლა. როდესაც თავდამსხმელი ახალ გუნდში გადადის, პირველ გოლს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საკმარისია, რამდენიმე
გოლის ეპიზოდზე ბექჰემმაც ილაპარაკა: „ვიცოდი საითაც გაიქცეოდა და საით უნდა ჩამეწოდებინა ბურთი. კინი ის თავდამსხმელია, რომელმაც ძალიან კარგად იცის საით უნდა გაიქცეს. თუ მის ტალღაზე მოექცევი, დიდი შანსი მოგეცემა“.
რობი კინი 72-ე წუთზე შეცვალეს და 27 ათასმა გულშემატკივარმა ფეხზე წამოდგომით მოუწყო ოვაცია. საინტერესოა, რომ „გელექსის“ მეორე გოლი მის ნაცვლად შესულმა მაიკ მეგიმ გაიტანა.
„კინის დამატებამ ძალიან გაგვაძლიერა. მან შესანიშნავი 70 წუთი ჩაატარა და, მერწმუნეთ, კიდევ უფრო უკეთეს თამაშს მომავალში გვაჩვენებს“ — თქვა „გელექსის“ მწვრთნელმა ბრუს არენამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"